"მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო" - ვინ არის შს მინისტრის მეუღლე? რა კარიერული გზა განვლო ვახტანგ გომელაურმა?
"მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო" - ვინ არის შს მინისტრის მეუღლე? რა კარიერული გზა განვლო ვახტანგ გომელაურმა?
"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ზუგ­დი­დის ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის, მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნი­სა და ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით ხელ­ში გაქ­ცე­უ­ლი დამ­ნა­შა­ვის ამ­ბის მერე, გა­აქ­ტი­ურ­და ლა­პა­რა­კი, რომ პოსტსა­არ­ჩევ­ნოდ, თუ ისევ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ა­კომ­პლექ­ტებს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს, შე­საძ­ლოა ში­ნა­გან საქ­მე­თა ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი ამ კა­ბი­ნეტ­ში ვე­ღარ ვი­ხი­ლოთ. თუმ­ცა ეს უფრო და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რი­სა და ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კე­თილ­გან­წყო­ბა­ზე, რომ­ლის დაც­ვა­შიც გო­მე­ლა­უ­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ორ­გა­ფია

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და­ი­ბა­და 1975 წლის 24 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში.

2003 წელს და­ამ­თავ­რა
სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის აკა­დე­მია.

29.12.1994 - 01.04.2003 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში.

01.04.2003 - 22.03.2013 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს - სსიპ დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

22.03.2013 - 11.12.2014 წლებ­ში
იყო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

11.12.2014 - 26.01.2015 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე.

26.01.2015 - 01.08.2015 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი.

2015 წლის 1-ლ აგ­ვის­ტოს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად.


წო­დე­ბა - "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი“

2019 წლის 8 სექ­ტემ­ბერს მე­ო­რედ და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად

ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი

რა ვი­ცით არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად?


ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი თბი­ლის­ში, ვარ­კე­თილ­ში გა­ი­ზარ­და, რო­გორც მისი ახ­ლობ­ლის­გან გა­ვი­გეთ, მან მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ნინო კუ­დუ­ხაშ­ვი­ლიც ამ უბან­ში გა­იც­ნო. ისი­ნი მე­ზო­ბელ კორ­პუ­სებ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ჩვე­ნი წყა­რო ამ­ბობს, რომ "მათი "ლავ­სთო­რი" საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში და­ი­წყო და დღემ­დე ჰარ­მო­ნი­უ­ლი ოჯა­ხი აქვთ". ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­ზე მე­უღ­ლე 2 წლით უფ­რო­სია. მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტრი სულ რა­ღაც 21 წლის იყო რო­დე­საც პირ­ვე­ლი შვი­ლი - ანა შე­ე­ძი­ნა. ვაჟი - ლუკა კი გო­მე­ლა­უ­რე­ბის ოჯახ­ში 2003 წელს და­ი­ბა­და. იხილეთ სრულად






მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები