"მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო" - ვინ არის შს მინისტრის მეუღლე? რა კარიერული გზა განვლო ვახტანგ გომელაურმა? - კვირის პალიტრა

"მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო" - ვინ არის შს მინისტრის მეუღლე? რა კარიერული გზა განვლო ვახტანგ გომელაურმა?

"საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის, მძევლების აყვანისა და ნახევარი მილიონი დოლარით ხელში გაქცეული დამნაშავის ამბის მერე, გააქტიურდა ლაპარაკი, რომ პოსტსაარჩევნოდ, თუ ისევ "ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს, შესაძლოა შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი ვახტანგ გომელაური ამ კაბინეტში ვეღარ ვიხილოთ. თუმცა ეს უფრო დამოკიდებული იქნება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობაზე, რომლის დაცვაშიც გომელაური წლების განმავლობაში მუშაობდა.

ოფიციალური ბიორგაფია

ვახტანგ გომელაური დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს, თბილისში.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

29.12.1994 - 01.04.2003 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

01.04.2003 - 22.03.2013 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.

22.03.2013 - 11.12.2014 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

11.12.2014 - 26.01.2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

26.01.2015 - 01.08.2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2015 წლის 1-ლ აგვისტოს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

წოდება - "სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტი“

2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

რა ვიცით არაოფიციალურად?

ვახტანგ გომელაური თბილისში, ვარკეთილში გაიზარდა, როგორც მისი ახლობლისგან გავიგეთ, მან მომავალი მეუღლე - ნინო კუდუხაშვილიც ამ უბანში გაიცნო. ისინი მეზობელ კორპუსებში ცხოვრობდნენ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ "მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე ჰარმონიული ოჯახი აქვთ". ვახტანგ გომელაურზე მეუღლე 2 წლით უფროსია. მომავალი მინისტრი სულ რაღაც 21 წლის იყო როდესაც პირველი შვილი - ანა შეეძინა. ვაჟი - ლუკა კი გომელაურების ოჯახში 2003 წელს დაიბადა. იხილეთ სრულად

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არიან ცნობილი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?

"მთელი ხელისუფლების იმიჯი, სერიოზულად შეარყია მისმა მეუღლემ" - ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ