ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 44 წლის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ნაფარეულში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავ მსუბუქ მანქანას საბურავი დაუზიანდა, რა დროსაც მძღოლმა მართვა დაკარგა და მანქანა ამოტრიალდა. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ქალი, ორი მგზავრი კი დაშავდა.

ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები