როდის დაიწყება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა, რომელიც კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას ითვალისწინებს - რას ამბობს გიორგი გახარია
როდის დაიწყება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა, რომელიც კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას ითვალისწინებს - რას ამბობს გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე.

პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთავრობის ანტიკრიზიული გეგმის მესამე ტალღა დავაანონსეთ. ეს ტალღა მოიცავს, როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე
ცალკეული მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას და ის პირველი ნოემბრიდან იწყება. ეს გახლავთ კომუნალური გადაასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან 4 თვე და როგორც წინა ეტაპზე, შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კბ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე
წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია, რომ მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, შემოსავალი დაკარგეს, თუმცა, ამავე დროს გვესმის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და დღეიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები