1709 ახალი ინფიცირებული და 20 გარდაცვლილი - როგორია კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში - კვირის პალიტრა

1709 ახალი ინფიცირებული და 20 გარდაცვლილი - როგორია კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 35567-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი და საერთო რაოდენობა 16904-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 273-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3324 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4209 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2346 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 273-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.