კახეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

კახეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ქართული ოცნების" თელავის-ახმეტის- ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ის ამჟამად თვითიზოლაციაშია.

"დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა. მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ - წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი. არაერთხელ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რომ საქართველოს პარლამენტში მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი. მშვიდობის და განვითარების გზით სვლა, რაც "ქართული ოცნების" მონაპოვარია, შეუქცევადი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის.

მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ კახეთის განვითარებაზე ზრუნვას და ერთად შევქმნით ამ მადლიანი კუთხის წარმატების ისტორიას.

ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ კახეთისა და საქართველოს წარმატებისთვის", - წერს ქადაგიშვილი.