"ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს" - რატომ იმღერა ბუბა კიკაბიძემ "თბილისოს" ნაწილი რუსულად? - კვირის პალიტრა

"ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს" - რატომ იმღერა ბუბა კიკაბიძემ "თბილისოს" ნაწილი რუსულად?

თავისუფლების მოედანზე "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" აქცია  გაიმართა.  აქცია გაერთიანებული ოპოზიციის სიის პირველი ნომრის ბუბა კიკაბიძის სიმღერით გაიხსნა. მომღერალმა სიმღერა "თბილისოს" ნაწილი რუსულად შეასრულა, რასაც საზაგადოების გარკვეული ნაწილის  მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ბუბა კიკაბიძემ მოგვიანებით განმარტა, რომ ორი კუპლეტი "თბილისო" რუსულად იმიტომ იმღერა, გაეგოთ რა ლამაზი ქვეყანა ვართ.

როგორც ჩანს მომღერლის პასუხი არასაკმარი აღმოჩნდა და ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, თუ რა მოხდა:

"სინამდვილეში ამბავი იყო ასე.ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა , რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას. ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

წყარო