"უმძიმესი დილა გათენდა" - ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას როლანდ ახალაიას ძმისშვილი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"უმძიმესი დილა გათენდა" - ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას როლანდ ახალაიას ძმისშვილი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რონალნდ ახალაიას ძმიშვილი ელვარდი ახალაიაც ემსხვერპლა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

კომენტარისთვის ჩვენ როლანდ ახალაიასაც დავუკავშირდით, რომელმაც მოკლედ გვიპასუხა:

"ახლა არაფერზე საუბარი არ შემიძლია" - აღნიშნა მან. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, ბაჩო ახლაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი, სადაც ახლობლის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ. "უმძიმესი დილა გათენდა" - წერს ანი ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკა "გორმედში“ არიან მოთავსებულები. მათგან რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან, რომლებიც გუშინდელი შეკრებიდან სამეგრელოში ბრუნდებოდნენ. კლინიკა "გორმედშ" გუშინვე ჩავიდნენ პარტიის ლიდერები.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. წყარო