"არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს" - როგორ ეხმაურება ნიკა მელია გორთან მომხდარ საზარელ ავარიას - კვირის პალიტრა

"არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს" - როგორ ეხმაურება ნიკა მელია გორთან მომხდარ საზარელ ავარიას

გორთან მომხდარ საზარელ ავარიას, რომელსაც 6 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს, ვეღარაფერს ვეღარ გადმოსცემს, აღარც კი იცი, აქვს თუ არა რაიმე აზრი რაიმეს თქმას.

დაიღუპა ჩვენი 6 მეგობარი, მხოლოდ მეგობრები კი არა, რომელთანაც ერთად გამოვლილი წლები, წარსული გაკავშირებს, არამედ -თანამებრძოლებიც, რომელთან უფრო ძვირფასი - მომავალი და ამ მომავლისთვის ბრძოლა გაკავშირებს - ადამიანები ვისაც ეიმედებოდი და ვინც გეიმედებოდნენ....

ჩვენ მათ გარეშე, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები...", - წერს ნიკა მელია.

იხილეთ ასევე: "რვა წელი გვერდიდან არ მომცილებიან და ფარად მედგნენ" - ვინ არიან გორთან მომხდარი საზარელი ავარიისას გარდაცვლილები