"საიდანაც არ ველოდი, სწორედ იქ დავინფიცირდი" - ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

"საიდანაც არ ველოდი, სწორედ იქ დავინფიცირდი" - ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსს კორონავირუსი დაუდგინდა

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსს გიორგი ბერიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს.

"კოვიდინფიცირებული ვარ... მარტივმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ოფიციალური Pჩღ პასუხიც უკვე მივიღე.9 თვეა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში ცოვიდ-19-ის ეპიცენტრში ვტრიალებ და არაფერი მომსვლია.

ვიცავდი ყველა წესსა და რეგულაციას... სადაც და საიდანაც არ ველოდი, სწორედ იქ დავინფიცირდი. ამ ეტაპზე მდგომარეობა რთული არ მაქვს. დაბალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილით სახლში ვაგრძელებ მკურნალობას... იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება... გული მწყდება არჩევნებზე ვერ მივალ..." - წერს ბერიძე.