ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი აერია და ხმის მისაცემად შეცდომით სხვა უბანზე მივიდა - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი აერია და ხმის მისაცემად შეცდომით სხვა უბანზე მივიდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველ ნომერს ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა და შეცდომით სხვა უბანზე მივიდა. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

თუმცა გაურკვევლობა მალევე მოგვარდა და ოპოზიციის სიის პირველმა ნომერმა იმ უბანთან გადაინაცვლა, სადაც ხმის მიცემის უფლება აქვს.