კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა 2 კვირაზე მეტი მკურნალობდა. 15 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.