"საარჩევნო უბანთან მისულ ირაკლი კობახიძეს პირადობის მოწმობა დაავიწყდა" - კვირის პალიტრა

"საარჩევნო უბანთან მისულ ირაკლი კობახიძეს პირადობის მოწმობა დაავიწყდა"

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150-წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

არჩევანის გასაკეთებლად საარჩევნო უბანზე მივიდა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც, თუმცა "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას პირადობა დაავიწყდა.

"ირაკლი კობახიძეს პირადობის მოწმობა დაავიწყდა" - წერს "ტვ პირველი" და კობახიძის ფოტოს ავრცელებს.