სამნი ერთში, უძირო საარჩევნო ყუთი, ძაღლი უბანზე - არჩევნები 2020-ის კურიოზები
სამნი ერთში, უძირო საარჩევნო ყუთი, ძაღლი უბანზე - არჩევნები 2020-ის კურიოზები
სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს, 31 ოქ­ტომ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იმარ­თე­ბა. ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს აირ­ჩევს. 150 წევ­რი­ან პარ­ლა­მენ­ტში 120 პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, ხოლო 30 - მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა 48 პარ­ტი­ა­სა და 2 სა­არ­ჩევ­ნო ბლოკს შო­რის მო­უ­წევს. ასე­ვე, არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თოს ამ სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სა და სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფე­ბის მიერ წარ­დგე­ნილ მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტებს შო­რის.

ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყო რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში. რამ­დე­ნი­მე უბან­ზე უკვე იყო ხმა­უ­რი,
კუ­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტე­ბი და დარ­ღვე­ვე­ბი.

მარ­ნე­ულ­ში დი­ლი­დან მე-5 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის რუს­ლან იო­სე­ლი­ა­ნის მის­ვლა გახ­და სა­ჭი­რო. მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ გა­მო­ი­ძა­ხეს და მას შემ­დეგ ისა­უბ­რებს, რაც სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ერ­კვე­ვა. ად­გილ­ზე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წუ­თით შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. რო­გორც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლაშა ქვე­ლა­ძე აცხა­დებს, მათ დამ­კვირ­ვე­ბელს
უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, ამომ­რჩევ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას და­აკ­ვირ­დეს. მი­სი­ვე თქმით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა.

სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ანა ილუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უბან­ზე ხმა­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შექ­მნეს, რად­გან უბან­ში ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ვი­და, რაც კო­მი­სი­ას მუ­შა­ო­ბა­ში ხელს უშ­ლის. ილუ­რი­ძის თქმით­ვე, რო­გორც მის­თვი­საა ცნო­ბი­ლი, ერთ-ერ­თმა ამომ­რჩე­ველ­მა პირ­ბა­დე არ მო­იხ­სნა, რა­საც ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

დარ­ღვე­ვა და­ფიქ­სირ­და ქუ­თა­ი­სის #39-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე. დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა მე­სა­მე ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი არ გას­ცეს და და­ახ­ლო­ე­ბით 15 ამომ­რჩე­ველ­მა მე­რი­ის ბი­უ­ლე­ტე­ნი ვერ მი­ი­ღო. ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­მაც. მისი თქმით, უბან­ზე არ­სე­ბუ­ლი ხმა­უ­რის გამო მე­სა­მე ბი­უ­ლე­ტე­ბის გა­ცე­მა და­ა­ვი­წყდათ.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვებ­ზე საია-ს დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა 10-ზე მეტი სა­ჩი­ვა­რი და შე­ნიშ­ვნა და­წე­რეს:

ზუგ­დი­დის #65 უბან­ზე და­ი­წე­რა სა­ჩი­ვა­რი წი­ლისყ­რის პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით; სა­ბურ­თა­ლოს #23, თე­ლა­ვის #54 და მთაწ­მინ­დის #3 უბ­ნებ­ზე წი­ლისყ­რის პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი თვით­ნე­ბუ­რად გაც­ვა­ლეს - უმე­ტე­სი მათ­გა­ნი გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია;

შუ­ა­ხევ­ში #41 უბან­ზე წი­ლის ყრე­ბი ჩა­ტარ­და ერ­თდრო­უ­ლად (გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის წამ­ღე­ბი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის, აგ­რეთ­ვე სხვა ფუნ­ქცი­ე­ბის გა­სა­ნა­წი­ლებ­ლად). ამა­ვე უბან­ზე გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის წამ­ღებ­მა კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა უარი თქვეს სა­კუ­თა­რი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ზე (და­წე­რი­ლია სა­ჩი­ვა­რი).

მარ­ნე­უ­ლის #85 უბან­ზე წი­ლისყ­რის დროს ფუნ­ქცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ფე­რის ფურ­ცლებ­ზე და­წე­რეს და პრო­ცე­დუ­რა ასე ჩა­ა­ტა­რეს.

გარ­და ამი­სა, საია-ს დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს ფო­ტო­ვი­დეო გა­და­ღე­ბის წე­სე­ბის დარ­ღე­ვის და ამომ­რჩე­ველ­თა მო­ნა­ცე­მე­ბის არა­კა­ნო­ნი­ე­რად და­მუ­შა­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი (ჩხო­რო­წყუ­ში #17, ზუგ­დიდ­ში #24 და ბა­თუ­მის #35 უბ­ნე­ბი). კერ­ძოდ, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ნეწპოსტ-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამომ­რჩევ­ლებს სუ­რა­თებს უღებ­დნენ არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით, ახლო დის­ტან­ცი­ი­დან. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ ხელს არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფო­ტო­გა­და­ღე­ბა ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლი­თაც ხდე­ბა ამომ­რჩე­ველ­თა სა­ხის დას­კა­ნე­რე­ბა, რაც წარ­მო­ად­გენს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვას.

სა­ბურ­თა­ლოს მე-19 უბან­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ფე­ის­ბუქ­ზე" ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა მა­მუ­კა ჯუ­ღელ­მა. ფო­ტო­ზე ჩანს, რომ სა­არ­ჩევ­ნო ყუთს ძირი არ აქვს. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები