"ახლობლის ორმოცი იყო, დიდი სუფრა გააკეთეს და იქ დაინფიცირდა" - რას ამბობს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ახლობელი
"ახლობლის ორმოცი იყო, დიდი სუფრა გააკეთეს და იქ დაინფიცირდა" - რას ამბობს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ახლობელი
სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა, 15 წლის მო­ზარ­დი დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში 20 სექ­ტემ­ბრი­დან მკურ­ნა­ლობ­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და მარ­თვით სუთ­ქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

მას­თან ერ­თად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ მისი ბე­ბია და ბა­ბუა, რომ­ლებ­მაც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვეს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა, მათი ინ­ფი­ცი­რე­ბა ნა­თე­სა­ვის ორ­მოც­ზე მოხ­და.

"რო­გორც ვიცი, ახ­ლობ­ლის ორ­მო­ცი იყო, დიდი სუფ­რა გა­ა­კე­თეს
და იქ და­ინ­ფი­ცირ­დნენ. ბავ­შვი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და ცუ­დად, წა­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და ანა­ლი­ზებ­მა კო­ვი­დი აჩ­ვე­ნა. ამის შემ­დეგ მა­ლე­ვე დამ­ძიმ­და... სამ­წუ­ხა­როდ, დღეს გა­ვი­გეთ, რომ გარ­და­იც­ვა­ლა", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ჰქონ­და თუ არა მო­ზარდს, რა­ი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი არც კლი­ნი­კა­ში გა­კე­თე­ბუ­ლა და არც მისი ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ რა­მეს.

ცნო­ბის­თვის, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 673
ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ბოლო 24 სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა 22 ადა­მი­ა­ნი.





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები