"შორენა ადრენალინზე გიჟდებოდა..." - ვინ არის 32 წლის გოგო, რომელიც საზარელმა ავარიამ იმსხვერპლა
"შორენა ადრენალინზე გიჟდებოდა..." - ვინ არის 32 წლის გოგო, რომელიც საზარელმა ავარიამ იმსხვერპლა
32 წლის შო­რე­ნა ყი­ა­საშ­ვი­ლი ავა­რი­ას 1-ლ ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ სო­ფელ ახ­ბუ­ლახ­თან ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი AMBEBI.GE-სთან ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ ავა­რი­ის მი­ზე­ზი ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ჯა­ხე­ბა გახ­და.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლლის გარ­და კი­დევ სამი ადა­მი­ა­ნი იჯდა, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლის 12 წლის შვი­ლიც. ყვე­ლა მათ­გა­ნი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა და სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

"შო­რე­ნა ად­გილ­ზე გარ­
და­იც­ვა­ლა. მან­ქა­ნა­ში მას­თან ერ­თად ის­ხდნენ მისი 12 წლის შვი­ლი, მე­გო­ბა­რი და მე­გობ­რის შვი­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისი­ნი გა­დარ­ჩნენ. შო­რე­ნას დარ­ჩა მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. ავ­ტო­მო­ბილ­ში მსხდომ­თა­გან, ერთ ბავ­შვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს, მე­ო­რეს-ყბის ძვა­ლი გა­უ­ტყდა. შო­რე­ნას მე­გო­ბარს კი ფე­ხე­ბი აქვს დამ­ტვრე­უ­ლი. შო­რე­ნას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მან­ქა­ნით მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით სი­ა­რუ­ლი. ად­რე­ნა­ლინ­ზე გიჟ­დე­ბო­და.

ეს ყვე­ლამ იცის. "სუ­ბა­რუს" კლუბ­შიც იყო გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და
სულ ეს­წრე­ბო­და შეხ­ვედ­რებს. ამ­ბო­ბენ, 200კმ/სთ-ით მი­დო­და და იმი­ტომ მოხ­და ავა­რი­აო. რო­გორ ივ­ლი­და 200-კმ/სთ-ით, როცა მის ავ­ტო­მო­ბილს სულ 180 კმ/სთ აქვს სიჩ­ქა­რე?! სი­ნამ­დვი­ლე­ში, მან გა­რის­კა და მო­უხ­ვია ამ ძა­ლი­ან ცუდ მო­სახ­ვევ­ში ისე, რომ არ ეგო­ნა, თუ იქ ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­მოხ­ვდე­ბო­და მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ. ძა­ლი­ან ცუდი მო­სახ­ვე­ვია. ეს ტრა­გე­დია არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, 23:00 სა­ა­თის­თვის მოხ­და" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სა­ვი იხილეთ სრულად
მდააა
03 ნოემბერი 2020 10:58
ნათელში ამყოფოს ღმერთმა შორენა.... 32 წლის გოგო კი არ არის, არამედ ქალია ადრენალინიო რომ ამბობთ, ეგ ტრეკზე ჰოო, მაგრამ როცა გზაზე დგახარ, პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს ცოტა, როცა მგზავრები გყავს მანქანაში და ბოლოს, სულ შტერმა მძღოლმაც იცის რომ, მოსახვევში დაბალი სიჩქარით უნდა შეხვიდე, მით უმეტეს თუ იცი, რომ რთული მოსახვევია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები