ავტომობილი მოპედით მოსიარულე 12 წლის გოგონას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ავტომობილი მოპედით მოსიარულე 12 წლის გოგონას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში იმ დროს მოხდა, როდესაც ორი გოგო მოპედით გადაადგილდებოდა. მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

12 წლის სალომე მთვარელიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მისი და კი მძიმედ დაშავდა. ის რეანიმობილით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, გარდაცვლილიც და დაშავებულიც ჩუმლაყის ტაძრის წინამძვრის მამა გრიგოლ მთვარელიშვილის შვილები არიან.

იდენტიფიცირებულია მძღოლი და მიმდინარეობს გამოძიება.

ambebi.ge