მარნეულში დედა-შვილი მოკლეს - კვირის პალიტრა

მარნეულში დედა-შვილი მოკლეს

მარნეულის სოფელ ახლოლალოში დედა-შვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს და მის 22 წლის ბიჭს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

მკვლელობა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებული. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.