როგორი ამინდი იქნება საქართველოში 6-7 ნოემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 6-7 ნოემბერს

6-7 ნოემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. 6-7 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. ქვეყნის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.