ბათუმში ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

ბათუმში ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლის ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. კლინიკის დირექტორის თქმით  ჩვილი 3-4 დღისაა: "ჩვილს დაბადებისთანავე ანალიზს არავინ უღებს, მეორე დღეს უღებენ. ბავშვი არის 3-4 დღის. მეორე დღეს ავუღეთ ანალიზი და პასუხი გუშინ მოვიდა, თავს გრძნობს გადასარევად", - უთხრა კლინიკის დირექტორმა რადიო თავისუფლებას.

დირექტორის თმით კორონავირუსით ინფიცირებულია ჩვილის დედაც,რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებლად ფასდება.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.   ბოლო დღე-ღამეში დაინფიცირების 2295 შემთხვევა გამოვლინდა.