"შე­მოყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო" - პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"შე­მოყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო" - პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმელი პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსის შედეგად გარდაიცავალა. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, პაციენტი კლინიკაში შეყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას კორონავირუსთან ერთად სხვა თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა.

"26 ოქტომბერს პნევმონიით და სუნთქვითი უკმარისობით, ჰქონდა თანმდევი დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. შემოყვანისთანავე მდგომარეობა მძიმე იყო, კიდევ უფრო დამძიმდა და გარდაიცვალა დღეს", - განაცხადადეს კლინიკაში

გენერალური პროკურატურა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

"საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ოზურგეთის რაიონული პროკურორის ფრიდონ ქარცივაძის გარდაცვალების გამო. ფრიდონ ქარცივაძე იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური პროკურორი და ღირსეული ადამიანი. იგი მრავალი წლის მანძილზე მასზე დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებდა. გაგრძელება