"სა­ნამ ეს მოხ­დე­ბო­და, ზუს­ტად ვი­ცო­დი რომ ავად ვი­ყა­ვი" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული მეუფე ნიკოლოზი - კვირის პალიტრა

"სა­ნამ ეს მოხ­დე­ბო­და, ზუს­ტად ვი­ცო­დი რომ ავად ვი­ყა­ვი" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი თქმით, ვირუსი რთულ ფორმებში არ აქვს, შესაბამისად ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.

"დღეს შაბათია, 7 ნოემბერი, 2020 წელი, მე ვიმყოფები ახალქალაქში, წმინდა სამების მონასტერში. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება კოვიდ 19-თან დაკავშირებით, რომელიც პირადად მე დამიდასტურდა. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. თუმცა თუ ეს დაემართა ადამიანს, წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, როგორ იქნება მისი შედეგი.

ეს არის ძალიან ინდივიდუალური რამ. სერიოზული ფაქტორია შიშის ფაქტორი. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შიშისა და უიმედობის საფუძველი არ მაქვს. არ შემიცვლია ჩემი პირადი ცხოვრება. მონასტერში ვარ და ჩვეულებრივად ვარ. არ მაქვს დასუსტების ნიშნები, არ ვარ ისე, რომ მოტივაცია არ მქონდეს. ჩემს საქმეს ვაგრძელებ, ეს არის წმინდანების ცხოვრების მოძიების საქმე.

ჩემს შემთხვევაში შრომისუნარიანობაზე ამას არ უმოქმედია. რამდენიმე დღის წინ გავიკეთე ტესტი და დამიდასტურდა ავადმყოფობა. სანამ ეს მოხდებოდა, ზუსტად ვიცოდი რომ ავად ვიყავი. ჩემი პირველი სიმპტომი იყო გაციება. დამეწყო ყელიდან წვა, მახურებდა ტანში, ვიზომავდი სიცხეს და არ მქონდა.

მანამდე ჩვენთან ვირუსი ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდასტურდა, შემდეგ მოძღვარმა მითხრა, რომ ნიშნები ჰქონდა და მასაც დაუდასტურდა. რისკ-ჯგუფში ვარ და მეორე ხარისხის დიაბეტიკი მაქვს, რაზეც ვმკურნალობ. ამიტომ მაქვს სპეციალური უშაქრო კანფეტი, მენთოლიანი არომატით. პირველად მისი გემო ვერ ვიგრძენი, შემდეგ ყნოსვა დავკარგე და წარმოიდგინეთ, რომ დღემდე საკმეველის სუნს ვგრძნობ, მაგრამ ძალიან დაქვეითებული მაქვს ყნოსვა" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. გაგრძელება