"დავიჯერო, ჩემს ხალხს და ქვეყანას 50 ლარზე მეტად არ ვუღირვარ?"
"დავიჯერო, ჩემს ხალხს და ქვეყანას 50 ლარზე მეტად არ ვუღირვარ?"
"იცით, როგორი დამძიმებული მაქვს გული? ვნანობ, რომ სულ სხვანაი­რად ვხედავდი, ვუყურებდი ადამიანებს, სხვანაირად მიყვარდა..."

"ოდესმე ხომ უნდა გაგეხსნა ის ფარდა,­ რომლის აქეთაც შენ იდექი და დაგენახა,­ რა ხდება ფარდის მიღმა. იქნებ ეს აუცი­ლებელიც იყო იმისთვის, რომ შენს შემოქმედებაში რაღაც შეიცვალოს. აქამდე­ არ მქონდა საამისო დრო, არ მეცალა, რომ ფარდის მიღმა ცხოვრებით დავინტერესებულიყავი. ყოველთვის მქონდა შიშის განცდა, ვაითუ არ აღმოჩნდეს ის, რასაც­ მე ვგრძნობ, ვაითუ ვერ დავინახო ის, რაც მე მინდა",
- ამბობს პოეტი­ ტარიელ­ ხარხელაური, რომელიც, მისივე სიტყვებით, ერთ დღეს ლამაზი ლექსების სამყაროდან სრულიად სხვა, უხეშ განზომილებაში აღმოჩნდა, ფარდის მიღმა­ ის დაინახა, რომ მამულს ქართული ჩრჩილი ხრავს.

- არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში,­ არ ჩამიხედავს მის სამზარეულოში და რაც დავინახე, სულის შემძვრელი იყო.
ხალხის სიძ­ულვილს და ერთმანეთის
აუტანლობას, ზიზღსა და დაპირისპირებას, ერთმანეთზე ბოღმის გადმონთხევას საზღვარი არა აქვს. ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში დღეს ახალი კლასი გამოჩნდა, ისეთი, რომელსაც ერთი საერთო ინტერესი­ აქვს, მაგრამ იდეა და მიზანი - არა.

ყველაზე გულსატკენი ის არის, შენს სოფე­ლში შენი საყვარელი მეზობლები შენს სურათს რომ ჩამოხევენ. მე ხომ პოლიტიკაში არ მოვდიოდი, მინდოდა გვერდში­ დავდგომოდი კაცს, რომელმაც ჩემი კუთ­ხისთვის ბევრი რამ გააკეთა. მის გარდა არავის არაფერი გაუკეთებია - მეჭიაურს ვგულისხმობ. არასდროს მქონია პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია, მაგრამ წითელმა აგიტატორებმა ჩემსავე სოფელში ჩამ­ოხიეს სურათი, რომელზეც მე და თამაზი ერთად ვართ გადაღებული და ისიც კი გაბედეს, სურათებს ტირის ტყვიები დაუშინეს. დავიჯერო, ჩემს ხალხს და ქვეყანას 50 ლარზე მეტად არ ვუღირვარ?
იცით, როგორი დამძიმებული მაქვს გული? ვნანობ, რომ სულ სხვანაი­რად ვხედავდი, ვუყურებდი ადამიანებს, სხვანაირად მიყვარდა...

- ფაქტია, ჩვენში შემოქმედს არ პატი­ობენ პოლიტიკაში მინიმალურ გარევასაც­ და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას...
- ჩემი შემოქმედებაც პოლიტიკაა, ლირიკაშიც პოლიტიკაა. პოლიტიკაც დავაქუ­ცმაცეთ, ისევე როგორც სიყვარული­. თუ მთლიანად არ გიყვარს სამყარო, როგორ შეიძლება დანარჩენი ნაწილები გიყვ­არდეს? მე რასაც ვხედავ, ვგრძნობ და განვიცდი, ის პოლიტიკაა, სიყვარულშიც პოლიტიკაა. განათლება გვაკლია, სახელმწი­ფ­ოებრივად აზროვნება გვაკლია მეც და ჩემ გვერდით მცხოვრებ ხალხს, არადა, თავს ვიწონებთ.­ თუ თავს ქვეყანაზე მაღლა­ აყენებ, ეს არის სახელმწიფოებრივად აზროვნება?
თამაზის გვერდით რომ დამინახეს, ხალხმა თქვა, ტარიელი ცოდვაა პოლიტიკისთვისო. ცოდვა კი არა, მიუღებელი ვარ, ჩემი რწმენით ვარ მიუღებელი პოლიტიკისთვის. არც სახელს და არც პოეზიას არასოდეს ღირსებაზე მაღლა არ დავაყენებ. პოლიტიკა ბინძურიაო. ბინძური მაშინაა, თუ მას ბინძურად აკეთებ. გოეთე ბინძურია? ვაჟა ან ილია ბინძურია? ბინძურები ჩვენა ვართ, მათი წაკითხვა რომ არ შეგვიძლია.

- როგორ შეაფასებთ არჩევნებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს?
- იმდენად გონებადაბინდული ვარ, ტელევიზორს აღარ ვუყურებ, თუმცა ვიცი, რაც ხდება. ჩვენ ხომ ვიცოდით, რაც მოხდ­ებოდა? ამ ყველაფერს ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი, გვერდით ისეთი ხალხი დაიყენა... რაც ხდება, არც ერთი პოლიტიკური ძალის წისქვილზე არ ასხამს წყალს. არც ერთმა­ ძალამ არ დააკლო არჩევნების გაყალბება. რა ფასი აქვს ფულით ნაყიდ ხმებს? კაცი რომ თავის ხმას გაყიდის, ის მომავალ არჩევნებში ვინც მეტს გადაუხდის, იმას დაუჭერს მხარს. ეს ღალატის ტოლფასია, ამით ის სამშობლოსაც ყიდის. ასეთი­ პარტიები საზოგადოებას სულში გვაფურთხებენ, წარსულსა და განვლილ ცხოვრებას გვავიწყებენ, გონებას გვიბინდავენ.

- როცა განვლილს გვავიწყებენ, ხვალი­ნ­დელი დღე როგორი იქნება "გონებადაბინდულებისთვის"?
- აქამდე ძალიან იმედიანად ვიყავი. თუ კომუნისტური რეალობიდან არ გავედით და წითელი აგიტატორების ჩართვით პოლიტიკაში მოსვლის იმედად არ დავრჩით, მომავალზე ფიქრი ნაადრევად მეჩვენება. წითელი აგიტატორები დადიან და ხალხს გონებას უბინდავენ, ყველაფერს გწამებენ. სულ მახსენდება ჭაბუას "დათა თუთაშხია": "რა დაგმართათ ამ მამაძაღლმა სეთურმა?!" დღეს სეთურები ჭარბობენ, დღეს შენი ენა გაუგებარია, იმათი - გასაგები.
ოპოზიციაში ისევ იმ სახეებს რომ არ ვხედავდე, რომელთაც არანა­კლებ ხელეწიფებათ ის, რასაც ხელის­უფლებას აბრალებენ, კიდევ ჰო. მე სხვისი თვალით ხომ არა, ჩემი თვალით ვუყურებ, რაც ჩემ თვალ­წინ ხდება. ძალიან მტკივა გული, ქართველი კაცი 50 ლარით, ერთი დღის ფუფუნებით ქვეყნის მომავალს რომ ყიდის. შენი გაყიდული ხმა შენი შვილების და შვილიშვილების გაყიდული მომავალია.

- ყოველივე იმაზე, რაც დღეს ხდება,­ რას იტყვის ჩვენზე მომავალი თაობა?
- მე რომ მკითხო, არ უნდა გვაპატ­იოს. ჩვენ ხომ მათ მომავალი ნისლით დავუბურეთ.
ჩემ უკან რატომ უნდა იდგნენ ჩემი შვილები და შვილიშვილები, რითი ვარ მათზე უკეთესი, რატომ არ ვუსმენთ, იმათ რა უნდათ, მათ ხმას რატომ არ ვისმენთ, რატომ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ სადავეები ჩაიბარონ? იმიტომ, რომ ჩვენი თავი ყველაზე უკეთესი, ყველაზე ნიჭიერი გვგონია. ღმერთმა დაიფაროს, საქართველო თითო-ოროლა ნიჭიერი კაცის ამარა იყოს.

- რატომ დავდივართ სამი ათეული წელი ერთსა და იმავე წრეზე, ან მუდმივად­ სასწო­რ­ზე რატომ დევს ჩვენი აწმყო და მომავალი?
- თუ გახსოვს, როცა პრემიერ-მინისტრს პანდემიასთან ბრძოლისთვის მადლობა გადავუხადე, ოპონენტებმა თავზე დამამხეს ყველაფერი, ის კი არ წაიკითხეს, რა დავწერე. იქ ვამბობ, რომ საოცრად რთული დროა, "სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,/ მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა"... ამათ თავიანთი თავი დაინახეს ჩრჩილში. მინდა ისეთი პრემიერი და ისეთი პრეზიდენტი გვყავდეს, მე კი არა, ქვეყანას გამოადგეს. მუდმივად ვამბობ, რომ ჩვენი დამღუპველი ჩვენი ნიჭიერებაა, რომელიც ცოდნით და ინტელექტით არ არის გამყარებული.
რუსთაველის ძეგლს რომ ჩაუვლი, არ გახსენდება "ხამს მოყვარე მოყ­ვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, მეგობრობა - გზად და ხიდად?" სად დაკარგე ეს გული და სიყვარული, შენ ხომ მე ჯარისკაცად გჭირდები, არა ქვეყნის მომავლისთვის, შენი ინტერესებისთვის გჭირდები, მე ხომ შენთვის საარჩევნო ბიულეტენი ვარ, მეტი არაფერი?

- "ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი, მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა", - ამ სიტყვების დამწერისგან პესიმიზმი ცოტა უჩვეულოა.
- პოეზიით ვცხოვრობდი და ვსულდგმულობდი. პოეზია ჩემთვის სხვა სამყარო და სხვა განზომილებაა, ლექსში ცხოვრება არ გაძლევს ხელის ჩაქნევის საშუალებას, მაგრამ როცა რეალურ ცხოვრებას უპირისპირდები, სხვაა. შეიძლება ამან გაიაროს, მაგრამ იმაზე ვწუხვარ, რაც ჩემში­ ჩარჩა, ძალიან შემიშლის ხელს დარჩენილი­ ცხოვრების გალევაში.

არ მინდა ჩემი ხალხისადმი, მეზობლებისადმი სიყვარულს ხინჯი მიადგეს. არ მინდა არ მიყვარდეს ის, ვინც ჩემს სურათს ტირის ტყვია ესროლა, არ შემიძლია არ მიყვარდეს, არა მაქვს ამის არც მორალური, არც ზნეობრივი უფლება. ასეთი წესით არ მიცხოვრია. 75 წელი მიდის და, ვინმეს სიძულვილი გულში არასდროს გამივლია, არ მიმიკარებია. ხან ვფიქრობ, იქნებ ეს აუცილებელიც იყო?
ოდესმე ხომ უნდა გაგეხსნა ის ფარდა, რომლის აქეთაც შენ იდექი და დაგენახა, რა ხდება ფარდის მიღმა. იქნებ ეს აუცილებელიც იყო იმისთვის, რომ შენს შემოქმედებაში რაღაც შეიცვალოს.

- აქამდე არ დაინტერესებულხართ, რა ხდებოდა ფარდის მიღმა?
- მე შოთათი ვიზრ­დებოდი, ილიათი, ვაჟათი, ევროპელი და რუსი კლასიკოსებით და არ მქონდა საამისო დრო, არ მეცალა, რომ ფარდის მიღმა ცხოვრებით დავინტერესებულიყავი. ყოველთვის მქონდა შიშის განცდა, ვაითუ არ აღმოჩნდეს ის, რასაც მე ვგრძნობ, ვაითუ ვერ დავინახო ის, რაც მე მინდა. ახლა ვწუხვარ, ნეტაი ფარდა არ გადამეწია. ბავშვობის დროიდან მქონდა იმის განცდა, რაღაც რომ ხდებოდა. სკოლის დროინდელი ასეთი ლექსი მქონდა: "არ მიკვირს გაუგნურება,/ განზე გადგომა მხარისა/ და გლოვისფერი ბუნება,/ ჩამოღონება მთვარისა./ ჩემი ტკივილის სათავე /ჩადგომა არის ქარისა./ თავს მოვიკლავდი ახლავე,/ რომ არა მწამდეს ხვალისა".
მინდა, ასე დავამთავრო... ამავე დროს, საუბედუროდ, მახსენდება ხოლმე:
"ყველგან უსისხლოდ ვმარცხდები,/ მოვკვდე უსისხლოდ, ძნელია,/ როგორ შემცირდნენ კაცები,/ ჩემი კაცობის მრცხვენია". რაც დრო გადის, ამის მით უფრო მრცხვენია...

შოთა კობიაშვილი
23 ნოემბერი 2020 00:52
ტყვიას ნუ ესვრით პოეტებს... ნურც სიტყვით დაჭრით მათ!
Txilnareli
22 ნოემბერი 2020 14:14
გენაცვალე სულში ნაღდო ქართველო ვაჟკაცო
ანზორი
22 ნოემბერი 2020 14:06
ეჰ, ბატონო ტარიელ, პარლამენტში არჩეულ (თუ დანიშნულ) დეპუტატებიდანაც ჩანს, რომ, ხელისუფლებაში მოყავთ არა ის, ვისაც ქვეყანაზე შესტკივა გული და მართლაც თავს გადადებს მისი განვითარებასა და კეთიილდღეობისათვის, არამედ,ის, რომელმაც რაღაც მანქანებით მილიონები მოხვეტა. ასეთი "დეპუტატები" კი ერთმანეთის მოხვეტილ მილიონებს და თავიანთ კეთილდღეობას იცავენ. ხალხის კეთილდღეობაზე და და ქვეყანის წინსვლზე დაფუძნებული მათი საიდღანაც გადმოწერილი პროგრამები, მხოლოდ წინასაარჩევნო შირმაა. ასეა ეს!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები