აქციის მონაწილეები, რომლებიც წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, კვლავ ცესკოსთან დაბრუნდნენ - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეები, რომლებიც წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, კვლავ ცესკოსთან დაბრუნდნენ

წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან რჩებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, მომიტინგეებმა წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ რამდენიმე წუთით ცესკოს ტერიტორია დატოვეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ უკან დაბრუნდნენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეების ნაწილი ღობეზე გადაძრომას და ცესკოს შენობასთან მიახლოებას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, წყლის ჭავლის მანქანის წინა მხარეს სპეცრაზმი ჩააყენეს, ვინაიდან აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის მანქანას ქვებს ესროდნენ.

"ინტერპრესნიუსი"