ცესკოსთან გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, ადგილზე მძაფრი სუნი დგას - კვირის პალიტრა

ცესკოსთან გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, ადგილზე მძაფრი სუნი დგას

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე დგას მძაფრი სუნი, რის გამოც ტერიტორიაზე გაჩერება პრობლემურია.

პარალელურად, ცესკოს მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ჩაკეტილი აქვს სპეცრაზმის წარმომადგენლებს.