"ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულმოქმედი" - რას წერს ზურაბ გურული ბიძინა ივანიშვილზე?
"ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულმოქმედი" - რას წერს ზურაბ გურული ბიძინა ივანიშვილზე?
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს "ფეისბუქის"  პირად გვერდზე პოსტი მიუძღვნა:

"ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულმოქმედი.ინტელექტითა და კლასით მოყელყელავე თბილისურ ელიტას ლაგამი ამოსდე; ქალამანებისა თუ ფოსტალების ინტელექტის მქონე არარაობები მთავრობად დაუსვი; თავმომწონე პროფესიონალებს საკუთარი თავმოყვარეობა უმარილოდ შეაჭამე; სოლოლაკში ზვიგენი გაჩითე და გლდანში ბიტკოინი, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით,
სრულიად სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომი, სრულიად სხვადასხვა წარსულისა და პრინციპების მქონე ადამიანები რომ შელახული ღირსების ირგვლივ გააერთიანე.ნამეტანი ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, ნამეტანი" - წერს ზურაბ გურული.





ალექს
12 ნოემბერი 2020 14:13
თუ უღელი არ დაიდგი, ვერავინ ვერ დაგადგავს !
Gogita
12 ნოემბერი 2020 13:56
შვეიცარია რა მოსატანია,ამ 8 წელიწადში ავსტრალიასა და ნორვეგიას გავასწარით ცხოვრების დონით. როგორც ერთ-ერთი გამოჩენილი ეკონომიკის მინისტრი გვეუბნებიდა:ჯიბეებში ბღუჯ-ბღუჯად გაგვიჩნდა ფული,ლარმა ევროს გაასწრო ღირებულებით და მთელს. მსოფლიოში თავისუფლად კონვერტირებულ ფულად იქცა,საზღვარგარეთიდან ემიგრანტები საქართველოში დასაბრუნებლად სპეცრეისებს ქირაობენ რომ სასწრაფოდ შეუდგნენ მუშაობას იმ 1000 ქარხანაში რომელიც საპარტნიორო ფონდის მეშვეობით გუგუნებს მთელს საქართველოში.მოკლედ ავშენდით და ავყვავდით.აღარაფერს ვამბობ განათლების დონის შესახებ და რომ ჰარვარდის და იელის უნივერსიტეტების რეალური კონკურენტები ფუნქციონირებს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ( თელავის უნივერსიტეტში ცოტაღა აკლია ოქსფორდამდე).
მაინტერესებს,აქ რომ ქოცებს უმრავლესობა წარმატებულ ახალგაზრდა ექიმს უწუნებენ განათლებასა და მსოფლმხედველობას,თვითონ ან რა შეუქმნიათ ( გარდა სახელმწიფო აიპებში დასაქმებისა) ან რა განათლებით შეუძლიათ დაიკვეხნონ.
კახა
12 ნოემბერი 2020 13:47
ბატონო ზურაბ მაგას რომ მიხვდი თავი კიტრად ხომ არ წარმოგედგინა....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები