"ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულმოქმედი" - რას წერს ზურაბ გურული ბიძინა ივანიშვილზე? - კვირის პალიტრა

"ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულმოქმედი" - რას წერს ზურაბ გურული ბიძინა ივანიშვილზე?

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს "ფეისბუქის"  პირად გვერდზე პოსტი მიუძღვნა:

"ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულმოქმედი.ინტელექტითა და კლასით მოყელყელავე თბილისურ ელიტას ლაგამი ამოსდე; ქალამანებისა თუ ფოსტალების ინტელექტის მქონე არარაობები მთავრობად დაუსვი; თავმომწონე პროფესიონალებს საკუთარი თავმოყვარეობა უმარილოდ შეაჭამე; სოლოლაკში ზვიგენი გაჩითე და გლდანში ბიტკოინი, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, სრულიად სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომი, სრულიად სხვადასხვა წარსულისა და პრინციპების მქონე ადამიანები რომ შელახული ღირსების ირგვლივ გააერთიანე.ნამეტანი ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, ნამეტანი" - წერს ზურაბ გურული.

წყარო