"გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას" - რას წერს შოთა არველაძე - კვირის პალიტრა

"გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას" - რას წერს შოთა არველაძე

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საქართველო - ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო მატჩს რთული ეპიდსიტუაციის გამო ვერ დაესწრნენ გულშემატკივრები.

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე, 12 ნოემბერს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს "ფეისბუქის" პირად გვერდზე  გამოეხმაურა:

"ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით, ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს", - წერს შოთა არველაძე.

"თავს განსაკუთრებულად მხოლოდ პრივილეგია აგრძნობინებთ. ამიტომ აუხირდა "ვარდების რევოლუციის" თაობას ინტელიგენცია - რევოლუციამ "მასაში" ათქვიფა ისინი"

"ლაზარევსკი მართლა შტერი ხომ არ არის, არ გაეშიფრა..."- პარლამენტის წევრი ვლაიდიმირ ვაისს აკრიტიკებს

წყარო