"შე­საძ­ლოა, რომ ხვა­ლი­დან კლი­ნი­კა­ში გა­და­ვი­დე,თუ დამ­ძიმ­დე­ბა" - კო­რო­ნა­ვირუ­სი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის მე­უღ­ლე­საც და­უ­დას­ტურ­და - კვირის პალიტრა

"შე­საძ­ლოა, რომ ხვა­ლი­დან კლი­ნი­კა­ში გა­და­ვი­დე,თუ დამ­ძიმ­დე­ბა" - კო­რო­ნა­ვირუ­სი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის მე­უღ­ლე­საც და­უ­დას­ტურ­და

კორონავირუსით ინფიცირებული ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ ხვალიდან მკურნალობა კლინიკაში გააგრძელოს.

ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა.

"შესაძლოა, რომ ხვალიდან კლინიკაში გადავიდე, გააჩნია, როგორ წავა ინფექცია, იქნება ისე, როგორც გუშინ და დღეს იყო, თუ დამძიმდება. ტემპერატურის მომატება მაქვს-37,8, ხველა მაქვს ძალიან შემაწუხებელი, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე. "რემდესივირი" ჯერ არ არის საქართველოში, ოფიციალურად სახელმწიფო აპირებს შესყიდვას, მაგრამ კიდევ ორი-სამი კვირა არ იქნება“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლესაც დაუდასტურდა. როგორც ანა თოფურიამ Ambebi.ge -სთან განაცხადა, ორივე მათგანს მინიმალური სიმპტომები აღენიშნებათ. ანა თოფურიას თქმით, მას ვირუსი მეუღლისგან გადაედო, ხოლო თავად თენგიზ ცერცვაძის ინფიცირების წყარო უცნობია.