"სხვა არა­ვინ გა­მაჩ­ნია. მას ეს ბო­რო­ტე­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია... ძა­ლი­ან გთხოვთ, აპა­ტი­ეთ ლე­ვა­ნის" - რას ამბობს ლევან ზურაბაშვილის დედა
"სხვა არა­ვინ გა­მაჩ­ნია. მას ეს ბო­რო­ტე­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია... ძა­ლი­ან გთხოვთ, აპა­ტი­ეთ ლე­ვა­ნის" - რას ამბობს ლევან ზურაბაშვილის დედა
მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დედა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის.

რო­გორც 73 წლის ლა­მა­რა ტე­რე­ლა­ძემ "ფორ­მუ­ლას­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მის­მა შვილ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ნო­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე ჩა­ი­დი­ნა.

"ხელ­ზე მა­კო­ცა, დავ­ლო­ცე და სამ­სა­ხურ­ში გა­ვუშ­ვი. ყვე­ლა­ფერ­მა იმოქ­მე­და ეტყო­ბა, დე­და­ჩემს წა­მა­ლი ვერ ვუ­ყი­დეო, მა­ღა­ზი­ი­დან პურს ვალ­ზე ვყი­დუ­ლობთ... ეკო­ნო­მი­უ­რი გა­ჭირ­ვე­ბა იყო მი­ზე­ზი, რომ ასე­თი რამე ჩა­ი­დი­ნა. რო­გორც ჩანს, ცოტა და­ლია. ეს ლი­მონ­კის ყიდ­ვა სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა?!

ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო იმ
ხალ­ხს, ვინც ლე­ვან­მა გუ­შინ შე­ა­წუ­ხა. ძა­ლი­ან გთხოვთ, აპა­ტი­ეთ ლე­ვა­ნის და მა­პა­ტი­ეთ მე, რო­გორც ერ­თა­დერ­თი შვი­ლის პატ­რონს. მე სხვა არა­ვინ გა­მაჩ­ნია. მას ეს ბო­რო­ტე­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია. მე არ ვა­მარ­თლებ. რას ქვია შე­იჭ­რა?! მეც რომ ვიყო და ვი­ღაც შე­მო­ვარ­დეს, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­დე­ბა. ამ ხალ­ხის წი­ნა­შე ძა­ლი­ან მცხვე­ნია" -
ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი 20 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვე. ის წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იჭ­რა და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა.

31 წლის ახალ­გაზ­რდა ითხოვ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ეჟ­ღე­რე­ბი­ნათ მისი მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ასე­თი იყო: აიკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში; ბან­კებს მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა, 7%-ში გას­ცენ სეს­ხი, ვი­საც არ­სე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი აქვთ, გა­და­უ­ტა­ნონ 7%-ში; ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს მხო­ლოდ 10% მო­გე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეთ. თავ­დამ­სხმელ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ისიც და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი, 31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ფაბ­რი­კა­ში" მუ­შა­ობ­და. მას მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ლე­ვა­ნი აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. სწო­რედ ამი­ტომ ცოლს გა­შორ­და.


ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22 ნოემბერი 2020 03:54
შეხედეთ ამ ქალს სახეზე და მიხვდებით, თუ რას ნიშნავს უმწეო და იმედის მომლოდინე ადამიანი... თავისუფლება ლევან ზურაბაშვილს!
მან ხომ გფაქტიურად ბანკში აქცია გამართა? ბანკის წინ რომ გაემართა, მიდგომა ხომ სხვა იქნებოდა? ან სადმე პარკში? ხოდა აჩუქეთ ეს ბიჭი დედას. თან მის გარეშე სამარეს ვხედავ...მიუხედავად ამ ყველაფრისა, მან სხვისი ფული არ მიითვისა.
ცნობისათვის; მიკროსაფინანსო ბანკი. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მზიან ამინდში მოგაქირავებს ქოკფას, მაგრამ თუ გაწვიმდა, წაგართმევს...
..................... ... თავისუფლება ლევანს ! ! !

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები