"გადავწყვიტეთ და დავეხმარებით...ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ" - "გურული დღიურების" ფონდი ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დედას დაეხმარება
"გადავწყვიტეთ და დავეხმარებით...ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ" -  "გურული დღიურების" ფონდი ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დედას  დაეხმარება
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის გადაწყვეტილებით "გურული დღიურების" ფონდი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დედას  დაეხმარება:

"ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ "გურული დღიურების" ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას
დავეხმარებით - ყოფილი მასწავლებელი გამოდგა ქალბატონი ლამარა" - წერ გიორგი კეკელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დედამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიში
მოუხადა,

რო­გორც 73 წლის ლა­მა­რა ტე­რე­ლა­ძემ "ფორ­მუ­ლას­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მის­მა შვილ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ნო­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე
ჩა­ი­დი­ნა.

"ხელ­ზე მა­კო­ცა, დავ­ლო­ცე და სამ­სა­ხურ­ში გა­ვუშ­ვი. ყვე­ლა­ფერ­მა იმოქ­მე­და ეტყო­ბა, დე­და­ჩემს წა­მა­ლი ვერ ვუ­ყი­დეო, მა­ღა­ზი­ი­დან პურს ვალ­ზე ვყი­დუ­ლობთ... ეკო­ნო­მი­უ­რი გა­ჭირ­ვე­ბა იყო მი­ზე­ზი, რომ ასე­თი რამე ჩა­ი­დი­ნა. რო­გორც ჩანს, ცოტა და­ლია. ეს ლი­მონ­კის ყიდ­ვა სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა?!ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო იმ ხალ­ხს, ვინც ლე­ვან­მა გუ­შინ შე­ა­წუ­ხა. ძა­ლი­ან გთხოვთ, აპა­ტი­ეთ ლე­ვა­ნის და მა­პა­ტი­ეთ მე, რო­გორც ერ­თა­დერ­თი შვი­ლის პატ­რონს. მე სხვა არა­ვინ გა­მაჩ­ნია. მას ეს ბო­რო­ტე­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია. მე არ ვა­მარ­თლებ. რას ქვია შე­იჭ­რა?! მეც რომ ვიყო და ვი­ღაც შე­მო­ვარ­დეს, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­დე­ბა. ამ ხალ­ხის წი­ნა­შე ძა­ლი­ან მცხვე­ნია" - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.





მკითხველის კომენტარი (7)
მარიკა
23 ნოემბერი 2020 09:29
ლაშა ბუღაძისნაირ გაზულუქებულ ცხოვრებით კმაყოფილ ადამიანებსაც შეაგნებინოთ იქნებ როგორ აუცილებელია სიკეთის კეთება . თქვენ კი წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში. გაფასებთ......
xato
23 ნოემბერი 2020 01:37
გურულო ძალიან კარგ საქმეს აკეთებ.ყოჩაღ.დედას ცოტას მაინც გაახარებთ
ბაჩა
23 ნოემბერი 2020 00:26
გახსენით ანგარიში.
გიორგი
22 ნოემბერი 2020 22:35
კარგი ინიციატივაა, გვერდში გიდგებით.
მათე
22 ნოემბერი 2020 20:12
ასეთ შეგნებულ ადამიანს მართლა ეკუთვნის დახმარება. შაქარაშვილის მკვლელების მშობლები რომ აქეთ იწყევლებოდნენ და იმუქრებოდნენ. ამ ბიჭს კი, ბოლოსდაბოლოს, არავინ დაუზარალებია.
სიმართლე.
22 ნოემბერი 2020 19:49
ეკონომიური გაჭირვება იყო მიზეზი, რომ ასეთი რამე ჩაიდინა, .... და იმას, რატომ არ წერთ, ეს ეკონომოკური გაჭირვება, ვინ და რამ მოახვია მოსახლეობას თავს. მიზეზი უნდა აღმოფხვრათ დეგენერატებო! რომ მზგავსი პრეცედენტი არ მოხდეს, განმეორდეს! მაშინ გქვია სახელმწიფო და ჭკვიანი მართველი.
irina
22 ნოემბერი 2020 19:10
კარგი ადამიანი ხარ გიორგი,გმერტმა დაგლოცოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები