"რო­დე­საც დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­დე­ბა, ჩა­რე­ვა ხში­რად უშე­დე­გოა" რა შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­ში, Covid-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას - კვირის პალიტრა

"რო­დე­საც დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­დე­ბა, ჩა­რე­ვა ხში­რად უშე­დე­გოა" რა შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­ში, Covid-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას

ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა შაქრიანი დიაბეტის მოქნე პაციენტებში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტებმა. რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულებში, Covid-19-ით ინფიცირებისას და რატომ ვერ ხერხდება ქრონიკული დაავდების ისე მართვა, რომ თავიდან იყოს აცილებული პაციენტის გარდაცვალება? Ambebi.ge ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა.

- რატომ მოიმატა კორონავირუსით დიაბეტის მქონე პაციენტთა გარდაცვალების რიცხვმა ბოლო პერიოდში?

- ეს ზოგადად ინფიცირებულთა რიცხვის მატებასთან არის დაკავშირებული. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მოიმატა შაქრიანი დიბაეტით დაავადებულთა გარდაცვალების შემთხვევებმაც. თავიდანვე გამოვლინდა, რომ ამ დაავადების მქონე პაციენტებს გაცილებით რთულად გადაჰქონდათ კორონავირუსი. საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით, შაქრიანი დიაბეტი არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე გართულებების თვალსაზრისით. ზოგადად, ნებისმიერი ვირუსი და ანთებითი პროცესი იწვევს შაქრის ციფრების მატებას ორგანიზმში, რაც ხელს უშლის სტანდარტული მკურნალობის შესაძლებლობას. რაც შეეხბეა კორონავირუსის დროს დიაბეტიანი პაცინეტის მკურნალობას, აქ არსებობს ერთ სერიოზული გამოწვევა. დექსამეტაზონი, რომელსაც დღესდღეობით წამყვანი ადგილი უჭირავს კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში, იწვევს გლუკოზის დონის მომატებას. ამიტომ მთავარია გართულებებემადე არ მივიდეს საქმე, თორემ შემდეგ მართვა იოლი არ არის. მაღალი შაქარის რიცხვები თავად იწვევს ანთებითი პროცესის წარმოქმნას სისხლძრარღვებში და კუაგულაციის დარღვევას. ეს კი პირდაპირ ქმნის ვირუსის დროს თრომბოემბოლიის განვითარბის რისკს, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს სამწუხარო გამოსავალს - გარდაცცვალებას.

- რა შემთხვევაში ურთულდებათ დიბეტის მქონეებს Covid-19?

- როცა შაქრის ციფრები კომპენსირებულია და პაციენტი ყურადღებას აქცევს მის დაავადებას, რისკები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სრულიად ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. თუ ადამიანი არ იცავს ექიმის მითითებებს, არ იღებს შესაბამის მედიკამენტებს, არღვევს სწორი კვების პრინციპებს, ის აუცილებლად აღმოჩნდება ამ რისკის წინაშე. შაქრის მაღალი ციფრები იწვევს ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემის შეფერხებას, რაც აქვეითებს იმუნიტეტს. დასუსტებული იმუნური სისტემა ვერ ებრძვის ორგანიზმში შეჭრილ ვერცერთ ვირუსს, მათ შორის ვერც კორონავირუსს.

- ძირითადად რა შემთხვევაში დგება ფატალური გამოსავალი?

- ლეტალური გამოსავლი მაშინ დგება, როდესაც ინფიცირებამდე ადამაინი არ აქცევს ყურადღებას შაქრის მაჩვენებელს და მუდმივად აქვს მაღალი. როდესაც დიაბეტიანი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება, ჩარევა ხშირად უშედეგოა, რადგან შაქრის დონის მოწესრიგება ხანგრძლივი პროცესია და ეს წამებში არ ხდება. ამიტომ ინფიცირებამდე პანდემიის პირობებში, უნდა მიაქციონ მაქსიმალური ყურადღება თავიანთ დაავადებას და გაითვალისწინონ გართულებების რისკი. როგორც კორონავირუსი, ისე გლუკოზის მაღალი დონე, იწვევს სისხლძარღვებში ანთებითი პროცესების განვითარებას, რაც ხელს უწყობს თრომბის განვითარებას. სწორედ თრომბოემბოლია ხდება ხშირად შაქრიანი დიაბტის მქონე პირების გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის დროს. ვერ ვიტყვი, რომ ფატალური გამოსავალი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ხდება. სამწუხაროდ, ხშირად ეს პაციენტთა დაუდევრობითაა გამოწვეული.

- როდის უნდა მოითხოვონ კლინიკაში გადაყვანა დიბეტით დაავადებულმა პაციენტებმა, რომლებიც კორონავირუსს სახლში მკურნალობენ?

- როდესაც მიუხედავად მცდლობებისა, ვერ ხდება შაქრის ციფრების მოწესრიგება. ამ დროს აუცილებელია, პაციენტის გადაყვანა სტაციონარში, იმისათვის, რომ კლინიკაში იყოს მართული შაქრის დონე სხვადასხვა გადასხმებითა და ინსულინოთერაპიით. ისინი მუდმივად უნდა იყვნენ ოჯახის ექიმისა და ენდოკრინოლოგის ზედამხედვლობის ქვეშ სახლის პირობებში მკურნალობისას.

- რა რეკომედაციები გაქვთ კორონავირუსით ინფიცირებული დიაბეტიანი პირებისთვის, რომლებიც ვირუსს სახლში მკურნალობენ?

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 21 მარტს გამოიცა დებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის უმნიშვნელოვანესი პრევენციაა ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დანერგვა, რაც გულისხმობს სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და სწორ ძილს. ამ კომპონენტების დარღვევა იწვევს შაქრის ციფრების მომატებას. ვირუსის ფონზე მიმდინარე ზოგადი სისუტისა და უენერგიობის გამო, ადამიანები შვებას პოულობენ საკვებში, განსაკუთრებით ტკბილ საკვებში, ამ გზით ცდილოენ ენერგიის აღდგენას, რაც არის დაუშვებელი. კორონავირუსის დროს ტკბილ საკვებზე უარი უნდა თქვან როგორც დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა, ასევე მათ, ვისაც დიაბეტი არ აწუხებთ. გააგრძელეთ კითხვა