"თავზარდამცემი ამბავი - კოვიდმა შეიწირა ცნობილი მუსიკოსი, ჰობოისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე..." - კვირის პალიტრა

"თავზარდამცემი ამბავი - კოვიდმა შეიწირა ცნობილი მუსიკოსი, ჰობოისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე..."

ცნობილი ჰობოისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე კოვიდ-19-ით გარდაიცვალნენ. ამის შესახებ მათი ახლობელი თინა ნაცვლიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"თავზარდამცემი ამბავი - კოვიდმა შეიწირა ცნობილი მუსიკოსი, ჰობოისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე... მალე გული გასკდება ამდენი ცუდის მოსმენით..."

გოგი ბერიძე ოზურგეთში დაიბადა. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს (ჰობოი).

პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში", რომელიც დაამთავრა 1958 წელს, ამავე წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჰობოისტი, კონცერტმაისტერი; 1975 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1992 წლიდან პროფესორი, 1990-2014წწ. ჩასაბერ საკრავთა კათედრის გამგე, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან; ის მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუშაობისას ქართველ კომპოზიტორთა ყველა ნაწარმოების, აგრეთვე სხვა რეპერტუარის შესრულებაში; გასტროლებით მოგზაურობდა: სსრკ, ავსტრია, გერმანია, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრსა და საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად.