"ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია" - მეუფე იოანე
"ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია" - მეუფე იოანე
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. მისი თქმით, რეგულაციებს ემორჩილებიან, თუმცა ტაძრები არ დაიკეტება.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტაძარში მისვლას ვერავის აუკრძალავენ.

"ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ ასევე ექიმებშიც არის, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირებული არავინაა, ადამიანები ვართ,
მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმენით უნდა ვიყოთ, თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ. სამწუხაროთ, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირი გარდაიცვალა, მას დაავადებები ჰქონდა და რის
კი იყო დიდი, მაგრამ ის ეკლესიაში არ დაინფიცირებულა. ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ", -განაცხადა მეუფე იოანემ.

"ინტერპრესნიუსი"
სან დრო©
24 ნოემბერი 2020 11:13
ღმერთმა სიტყვა იმიტომ შექმნა რომ იქადაგო ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები