"შენი ქვეყნის დროშის პირბადის პირზე სადორბლედ აკვრა, ეს დროშის შეურაცხყოფაა! მაშინ საცვლებიც დაამზადონ დროშების" - კვირის პალიტრა

"შენი ქვეყნის დროშის პირბადის პირზე სადორბლედ აკვრა, ეს დროშის შეურაცხყოფაა! მაშინ საცვლებიც დაამზადონ დროშების"

მსოფლიოს საოპერო მუსიკის ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ ივერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე, პირბადაზე ქართული დროშის გამოსახვას აპროტესტებს:

"ჩემი აზრით, პროვინციალიზმის და მეშჩანურობის აშკარა გამოხატულებაა, შენი ქვეყნის დროშის პირბადის პირზე სადორბლედ აკვრა. ეს დროშის შეურაცხყოფაა! მაშინ საცვლებიც დაამზადონ დროშების. მით უმეტეს, გამაღიზიანებელია, როცა ამ ყველაფერს შენი ქვეყნის "პრეზიდენტი"და წამყვანი ამერიკელი პოლიტიკოსი და ელჩი აკეთებს", - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

წყარო