"ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დგას მთელი ოპოზიციური სპექტრი და მე არ მესმის, ეს როგორ შეიძლება?!"
"ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დგას მთელი ოპოზიციური სპექტრი და მე არ მესმის, ეს როგორ შეიძლება?!"
"კვირის პალიტრა" ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძეს ესაუბრა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასება სთხოვა:

- 2003 წლიდან დიდი ხანი არ გასულა. თუნდაც უფრო უკან წავიდეთ, შევარდნაძის პერიოდში - ხომ ვნახეთ, რევოლუციები როგორ დამთავრდა! ვინც "ვარდების რევოლუციაში" მონაწილეობდა, ან ცოცხალი აღარ არის, ან ციხეში იყო, ან - გაქცეულია ქვეყნიდან, ან ფუნქციადაკარგულია. "ნაციონალების" მომხრეებს უნდათ სააკაშვილი, გავიგეთ, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიებს როგორ წარმოუდგენიათ თავი ამ ნაკადის ნაწილად? მათ ხომ ამომრჩეველმა ხმა მისცა
როგორც მიშას და "ოცნების" ალტერნატივას?! ხალხს რაღაც სხვა უნდოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ან ქვეყანა რას მოიგებენ? ან ეს პოლიტიკური კრიზისი რას ემსახურება? ქვეყანაში ისედაც ამდენი პრობლემაა, ჩვენ გარეშემო გამწვავებულია პოლიტიკური ვითარება და ახლა ხომ უფრო გონივრული იქნებოდა, ეს პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში და ახალი ფუნქცია
ეკისრათ.

- ვნახეთ გიორგი ბარამიძის მოწოდება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თქვენ რას იტყვით?
- მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. როგორ მოექცნენ ზურას და იმ პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რომელიც ზურას მერე მაგათ უნდა გაეგრძელებინათ, ხომ ყველამ დაინახა?! ზურა ძალიან ძლიერი პიროვნება და პოლიტიკოსი იყო. ის თავისი კეთილშობილებით, იდეალებით და შეხედულებებით ამათაც აკეთილშობილებდა, მაგრამ ზურას შემდეგ მათ თავიანთი არაფერი აღმოაჩნდათ, რასაც დაეყრდნობოდნენ. ყველას არ ვგულისხმობ, ვლაპარაკობ იმათზე, ვინც ახლა დროშებით იცავენ დემოკრატიას და ვისაც, ჩემი აზრით, ამის უფლება არ აქვთ.

- სოციალურ ქსელში დაწერეთ, ხათუნა გოგორიშვილმა და გიორგი ბარამიძემ სახე დაკარგესო. რას გულისხმობდით?
- რა გითხრათ... ზურას გარდაცვალებიდან ცოტა ხანში როგორც კი დაინახეს, რომ მათი საშველი მიშასთან ადგილის პოვნა იყო, ამ გზიდან აღარ გადაუხვევიათ. თვოთონ არაფერს წარმოადგენენ, სულ ვიღაცის გვერდით უნდა იყვნენ. ადრე ზურას გვერდით იყვნენ და მის გზას მიჰყვებოდნენ, მერე მიშას გვერდით ყოფნამ მოუწიათ. ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური ღირებულება მათ არ გააჩნიათ. ახლა რამდენიც უნდა იხმაურონ, თუნდაც კივილით შეცვივდნენ სადმე, ვერაფერს მიაღწევენ. "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დგას მთელი ოპოზიციური სპექტრი და მე არ მესმის, ეს როგორ შეიძლება?! იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები