24-11-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან.როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, რაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანს შეადგენს.
„ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ჩემი კოლეგებია. პირველ რიგში, ალბათ ყველგან სამედიცინო პერსონალი აიცრება. იგივე აშშ-ც სამედიცინო პერსონალით იწყებს, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ - ექიმები. იგივეა გრიპის ვაქცინაციის პროცესში, რისკ-ჯგუფი
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიას მოლაპარაკება, რათა ქვეყანა ვაქცინისათვის საჭირო სამაცივრე დანადგარებით აღიჭურვოს.
„ვაქცინა ორჯერადად, სამი-ოთხი კვირის გამოშვებით კეთდება. ამიტომ საჭიროა მილიონ 400 ათასი დოზა. წინასწარი გაანგარიშებით, კოვაქს-პლატფორმის საშუალებით, ეს 17 მილიონ დოლარამდე ჯდება. 4-მილიონი დოლარი წინასწარ შენატანის სახით უკვე გადარიცხულია და როგორც კი, ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაამტკიცებს, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასევე ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე - არ გამოვრიცხავთ პირდაპირ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან. ქვეყანას შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, როცა კომპანიასთან არა საერთაშორისო ორგანიზაციებით, არამედ პირდაპირ გადიხარ. ვმუშობთ, რომ ის საქართველოში ადმიანებისთვის ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე გახდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
"ინტერპრესნიუსი"
იყავი პირველი!