"მართე რქებით"- როგორი იქნება 2021 წელი და რა უნდა გავითვალისწინოთ? - კვირის პალიტრა

"მართე რქებით"- როგორი იქნება 2021 წელი და რა უნდა გავითვალისწინოთ?

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახირებულ, მტაცებელ ვირთას 2021 წელს შრომისმოყვარე და თავდაჯერებული თეთრი მეტალის ხარი ჩაანაცვლებს.

როგორც წესი, ევროპელები ახალ წელს 2021 წლის 31 დეკემბრის საღამოს დასრულების შემდეგ,  1 იანვრის  შემოსვლითანავე აღვნიშნავთ. თუმცა, როგორც ჩანს, აღმოსავლური კალენდრის თანახმად, ახალი წელი ცოტა გვიან,  12 თებერვალს დადგება, მაშინ  როცა თეთრი მეტალის ხარი სრულიად აიღებს წლის მართვის სადავეებს.

როგორი იქნება 2021 წელი ?

მომავალი წელი ბევრს სიურპრიზს გვპირდება, იქნება ენერგიული და სიცოცხლისუნარიანობით გამორჩეული. თეთრი მეტალის  ხარი საკმაოდ კონსერვატულია - ის ხელშემწყობი იქნება მათთვის, ვინც დაუღალავად მუშაობს, ეყრდნობა საკუთარ თავს და პატიოსნად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. ყველაზე იღბლიანი და გამორჩეული შესაძლებლობის წელი იქნება, ლედერული თვისებების მქონე, აუღელვებელი ადამიანებისთვის,  რომლებსაც შესწევთ ძალა დაბრკოლებების გადასალახად. საერთოდ, 2021 წელს უმჯობესია,  იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ნაკლები დრო დაკარგოთ უცხო ადამიანებზე ზრუნვით. ეს განსაკუთრებით ეხება კარერიერას და ბიზნეს.

ფული და სამსახური

თეთრი მეტალის ხარის წელიწადი მშვენიერი პერიოდია იმისთვის, რომ გააცოცხლოთ და განახორციელოთ თქვენი იდეები, წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი და და იზრუნოთ პროფესიულ განვითარებაზე, იპოვოთ უფრო პერსფექტიული სამსახური. თუმცა მოგიწევთ, ყველაფერი გონივრულად დაგეგმოთ და გააზრებულად იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგი არ გამოიღოს თქვენმა მცდელობამ.

2021 წელი გპირდებათ ფინანსურ სიძლიერეს და ისეთი ძვირადღირებული ნივთების შეძენას, რომელსაც აქამდე ვერ ახერხებდით. უფრო მეტიც, შეძლებთ მოგზაურობას, რაც დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ახალი უნარები და შესაძლებლობები.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 მომავალ წელს გაიზრდება კონკურენაცია. ბევრ ადამიანს გაუჩნდება მორტივაცია და პირველობის სურვილი.

სიყვარული და ურთიერთობები

2021 წლის გამოწვევა - "მართე რქებით", ეს განსაკუთრებით ეხება სასიყვარულო სფეროს. იყავით უფრო გამბედავი და თამამი, თუ გრძნობთ, რომ მოსწონხართ ვინმეს, მალევე იმოქმედეთ, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი პირდაპირობაა. საჭიროა, ვესაუბრეთ რჩეულს გულწრფელად და გავუმხილოთ ჩვენი სიმპათიები.

მეტალის ხარის წელი ძალიან ხელსაყრელი დროა ხელისა და გულის სათხოვნელად. არ დაგავიწყდეთ, რომ ტყუილებით ფონს ვერ გახვალთ, ნაკლებად პრეტენზიულები იყავით ახლობლების მიმართ, რათა თავიდან აირიდოთ მათი უკმაყოფილება და ნეგატიური დამოკიდებულება.

ასევე, თუ გადაწყვეტილი გაქვთ, ვინმესთან გაწყვითოთ ურთიერთობა, ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვათ, რადგან სხვა ადამიანებისგან გამოწვეულმა ნეგატიურმა ფონმა შეიძლება დეპრესიაში ჩაგაგდოთ.

2021 წლის შემოსვლისთანავე, შესაძლოა ბევრი ადამიანი გახდეს აგრესიული. ვისაც კი ასეთი ხასიათი აღმოაჩნდა, ურთუერთობაში გადაკვეთენ წითელ ხაზს, თუმცა ამას შეგიძლიათ დადებითი კუთხით შეხედოთ, ნაკლებად მოტყუვდებით და კარგად შეძლებთ ასეთი ადამიანების ამოცნობას. გაითვალისწინეთ, რომ ხარი ვერ იტანს ემოციების შეკავებას, ამიტომ მზად იყავით, თუ თქვენ გარშემო ვინმე ვერ შეძლებს საკუთარი ემოციების მართვას.

ჯანმრთელობა და ემოციური ფონი

კარგი განწყობის შესანარჩუნებლად, თქვენ უნდა მოუსმინოთ შინაგან ხმას და  სურვილებს. შეეცადეთ სწორად გადაანაწილოთ თქვენი დრო და ენერგია. თუ დროის უმეტეს ნაწილს სამსახურს დაუთმობთ, შეიძლება ქრონიკული დაღლილობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ და ნერვული დაძაბულობის ფონზე პანიკური შეტევები განგივითარდეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბალანსი დაიცვათ მუშაობისა და დასვენების დროს.

რომელი ფერი იქნება დომინანტური 2021 წელს

უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ წლის მთავარი ფერი იქნება თეთრი. ის შეიძლება აქტიურად გამოვიყენოთ ტანსაცმელში, დეკორაციებში და საახალწლო ინტერიერში. ახალი წლის დასახვედრად, უმჯობესია, სახლი მოვრთოთ მშვიდ ფერებში: კრემისფერი, ყავისფერი, რძიანი, ლურჯი და ნაცრისფერი ჩრდილები ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება. მოერიდეთ წითელი სამოსის ჩაცმას, ამით შეიძლება წლის მთავარი "გმირი" გავაბრაზოთ, გამოიყენეთ  ვერცხლის აქსესუარები, შეარჩიეთ მოდური სამკაულები, ჩანთები და ფეხსაცმელი.

საახალწლო სუფრაზე არ დადოთ ძროხის ხორცი, მაგრამ შეგიძლიათ ხორცის სხვა სახეობები გამოიყენოთ. ხარს უყვარს ტკბილეულის წვეულება. საახალწლო მენიუში შეიტანეთ ხილისა და კარაქის ჟელეები, ნამცხვრები და კოქტეილები.

კარგი იქნება, თუ 2021 წელს მეგობრულ კამპანიაში, მსუბუქ და მყუდრო ატმოსფეროში შევხდებით. განწყობის შესაქმნელად მოფიქრეთ კონკურსები, საინტერესო თამაშები და სიმბოლური საჩუქრები. ასე, რომ სიხარულით შეხვდით თეთრი მეტალის წელს და ის აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.