ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი - კვირის პალიტრა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ეს ინფორმაცია“,-განაცხადა ტიკარაძემ.