გიორგი ბარამიძე დაქორწინდა - ვინ არის პოლიტიკოსის რჩეული?
გიორგი ბარამიძე დაქორწინდა - ვინ არის პოლიტიკოსის რჩეული?
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დაქორწინდა. პოლიტიკოსმა სასიხარულო ამბის შესახებ თავად აცნობა საზაგადოებას და "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტოებიც გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილმა ქორწინება იუსტიციის სახლში ოფიციალურად დააკანონა.

პოლიტიკოსის რჩეული, უკრაინელი ქალბატონი ანნა ფილიპჩუკია.

"დღეს მე და ჩემმა ანუტამ (ჩვენს საამაყო იუსტიციის სახლში) ხელი მოვაწერეთ და ქართულ - უკრაინული ოჯახი იურიდიულადაც შედგა" - წერს პოლიტიკოსი.

ინფორმაციისთვის, გიორგი ბარამიძეს პირველი ქორწინებიდან ეკა ჯაფარიძისგან ერთი შვილი, გოგონა ჰყავს.






რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები