"მარტივი ოპერაცია ჩემთვის ტრაგედია აღმოჩნდა... არა­ნა­ი­რი წი­ნათ­გრძნო­ბა არ ჰქონ­და" - რას ჰყვება ალექსანდრე კვიტაშვილი გარდაცვლილ მეუღლეზე
"მარტივი ოპერაცია ჩემთვის ტრაგედია აღმოჩნდა... არა­ნა­ი­რი წი­ნათ­გრძნო­ბა არ ჰქონ­და" - რას ჰყვება ალექსანდრე კვიტაშვილი გარდაცვლილ მეუღლეზე
სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ანას­ტა­სია ოს­ტრო­კო­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და.

მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ კვი­ტაშ­ვილ­მა "ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს" მის­ცა:

"იშ­ვი­ა­თად, რომ ფე­ის­ბუქ­ზე რამე დავ­წე­რო, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე რამე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. 35 წლის ასაკ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ვარ­ჯი­შობ­და, მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად
ცდი­ლობ­და რომ გა­მო­სუ­ლი­ყო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ძა­ლას იკ­რებ­და და მი­ლი­ონ გეგ­მას ალა­გებ­და.

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავ­და, მწერ­და, მი­სამ­ძიმ­რებ­და, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ეს მო­მენ­ტიც. ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვისა­უბ­რებ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ოპე­რა­ცია, თა­ვად შე­ვარ­ჩი­ეთ თა­რი­ღი ოპე­რა­ცი­ის და ექი­მიც. თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის დროს გაჩ­ნდა პრობ­ლე­მა და ამას მოყ­ვა
გარ­თუ­ლე­ბა. ნაღ­ვლის ბუშ­ტში ჰქონ­და კენ­ჭი და უნდა ამო­ეკ­ვე­თათ. 40 წუ­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ამა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ­დით. ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც ჩემ­თვის ტრა­გე­დია აღ­მოჩ­ნდა.

არ იყო ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე, მე­გო­ნა უფრო მედგრად ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც 2015 წელს მამა გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, მაგ­რამ მშო­ბელს არ ირ­ჩევ. ეს იყო ჩემი რჩე­უ­ლი, რვა მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ამ არ­ჩე­ვანს რომ კარ­გავ ძა­ლი­ან მძი­მეა.

9 ოქ­ტომ­ბრი­დან ერთი თვე სა­ა­ვად­მო­ფო­ში იწვა, ყო­ველ­დღე მივ­დი­ო­დი და მას­თან ვი­ჯე­ქი და იქი­დან ვმუ­შა­ობ­დი ჩემი კომ­პი­უ­ტე­რით, პა­ლა­ტა­ში. არა­ნა­ი­რი წი­ნათ­გრძნო­ბა არ ჰქონ­და. სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ და ამაღ­ლე­ბულ ხა­სი­ათ­ზე იყო, მოს­წონ­და ახა­ლი პა­ლა­ტა. მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყა­ვი, რა­ღაც და­მა­ბა­რა და ვყი­დუ­ლობ­დი, ექიმ­მა რომ და­მი­რე­კა, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­ა­ზე შეგვყავ­სო, რად­გან ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო.

მა­საც ვე­სა­უბ­რე, მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ყო­ველ პა­რას­კევს რა­ღაც მსგავ­სი ხდე­ბო­და. ორი-სამი სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია, შემ­დეგ 10-12 სა­ა­თი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში დარ­ჩა და ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ახლა სა­ში­ნე­ლია, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. დი­ლას რომ იღ­ვი­ძებ და გგო­ნია, არა­რე­ა­ლო­ბაა და რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბი. კო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში 24 სა­ა­თი სულ ერ­თად ვი­ყა­ვი, არა­და მა­ნამ­დე ხში­რად მი­წევ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა. ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა იზო­ლა­ცია, გვიკ­ვირ­და, სულ ერ­თად ვართ და რო­გორ არ ვჩხუ­ბობ­თო. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები