"მარტივი ოპერაცია ჩემთვის ტრაგედია აღმოჩნდა... არა­ნა­ი­რი წი­ნათ­გრძნო­ბა არ ჰქონ­და" - რას ჰყვება ალექსანდრე კვიტაშვილი გარდაცვლილ მეუღლეზე - კვირის პალიტრა

"მარტივი ოპერაცია ჩემთვის ტრაგედია აღმოჩნდა... არა­ნა­ი­რი წი­ნათ­გრძნო­ბა არ ჰქონ­და" - რას ჰყვება ალექსანდრე კვიტაშვილი გარდაცვლილ მეუღლეზე

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ცნობილი გახდა, რომ ანასტასია ოსტროკოვას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, რაც, სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ექსკლუზიური ინტერვიუ კვიტაშვილმა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" მისცა:

"იშვიათად, რომ ფეისბუქზე რამე დავწერო, მაგრამ ძალიან მძიმე რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. 35 წლის ასაკში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული და ვარჯიშობდა, მძიმე ოპერაციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა რომ გამოსულიყო მდგომარეობიდან, ძალას იკრებდა და მილიონ გეგმას ალაგებდა.

უამრავი ადამიანი მირეკავდა, მწერდა, მისამძიმრებდა, ძალიან დამეხმარა ეს მომენტიც. ოპერაციის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ იყო ძალიან მარტივი ლაპაროსკოპიული ოპერაცია, თავად შევარჩიეთ თარიღი ოპერაციის და ექიმიც. თუმცა ოპერაციის დროს გაჩნდა პრობლემა და ამას მოყვა გართულება. ნაღვლის ბუშტში ჰქონდა კენჭი და უნდა ამოეკვეთათ. 40 წუთიანი ოპერაცია უნდა ყოფილიყო და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდით. ხდება ასეთი რაღაცები, რაც ჩემთვის ტრაგედია აღმოჩნდა.

არ იყო ეს პირველი შემთხვევა, როცა ახლობელი ადამიანი დავკარგე, მეგონა უფრო მედგრად ვიქნებოდი, მაგრამ წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა. როდესაც 2015 წელს მამა გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე, მაგრამ მშობელს არ ირჩევ. ეს იყო ჩემი რჩეული, რვა მილიარდი ადამიანიდან აღმოვაჩინე და ამ არჩევანს რომ კარგავ ძალიან მძიმეა.

9 ოქტომბრიდან ერთი თვე საავადმოფოში იწვა, ყოველდღე მივდიოდი და მასთან ვიჯექი და იქიდან ვმუშაობდი ჩემი კომპიუტერით, პალატაში. არანაირი წინათგრძნობა არ ჰქონდა. სხვა კლინიკაში გადავიყვანეთ პირველი ოპერაციის შემდეგ და ამაღლებულ ხასიათზე იყო, მოსწონდა ახალი პალატა. მაღაზიაში ვიყავი, რაღაც დამაბარა და ვყიდულობდი, ექიმმა რომ დამირეკა, სასწრაფო ოპერაციაზე შეგვყავსო, რადგან შინაგანი სისხლდენა დაეწყო.

მასაც ვესაუბრე, მიჩვეულები ვიყავით, რომ ყოველ პარასკევს რაღაც მსგავსი ხდებოდა. ორი-სამი საათი გრძელდებოდა ოპერაცია, შემდეგ 10-12 საათი რეანიმაციაში დარჩა და ვერ გადაარჩინეს. ყოველდღიურობა ახლა საშინელია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დილას რომ იღვიძებ და გგონია, არარეალობაა და რეალობის წინაშე აღმოჩნდები. კოვიდის პერიოდში 24 საათი სულ ერთად ვიყავი, არადა მანამდე ხშირად მიწევდა მოგზაურობა. ძალიან მოგვეწონა იზოლაცია, გვიკვირდა, სულ ერთად ვართ და როგორ არ ვჩხუბობთო. გაგრძელება