"კარგ და პოზიტიურ ამბავშიც ცუდს ეძებენ, ეს გულს მიკლავს"
"კარგ და პოზიტიურ ამბავშიც ცუდს ეძებენ, ეს გულს მიკლავს"
"გუბაზ სანიკიძის როლში ჩემი თამაში მოულოდნელად გადაწყდა, გრიმიორებმა ჯადოქრობები ჩაიდინეს", - ამბობს იუმორისტი კობა ბარათელი. რას ფიქრობს პოლიტიკოსებზე, როგორ იხსენებს აფხაზეთში გატარებულ წლებს, პირველ სიყვარულს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე და რას ინატრებდა, ნატვრისთვალი რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი კოსმონავტი. მესამე სართულზე ვცხოვრობდით, მერე მეოთხეზე გადავედით, სიმაღლის შემეშინდა და გადავიფიქრე. შემდეგ ძალიან მინდოდა, ნატვრისთვალი
მქონოდა, მითხრეს, სადაც იყო, მივედი და აღებული დამხვდა..."

"ბედნიერი ვარ, რომ მყავს ორი არაჩვეულებრივი და უსაყვარლესი შვილი. მათთვისაც თბილი და ბუნჩულა ვარ, ოღონდ ზოგჯერ ჯუჯღუნა. ვჯუჯღუნებ ხშირად, მაგრამ მხოლოდ 2 წუთით, მერე მავიწყდება..."

"საკუთარ თავზე კონტროლს თითქმის არასდროს ვკარგავ, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნის პოპულარული
დაავადება - ნევროზი მეც მაქვს. ყველაზე მეტად ტყუილი მაღიზიანებს. თავად არასდროს ვიტყუები, რადგან ბავშვობაში მამა ამის გამო მსჯიდა და ეს იმდენად ჩამრჩა, აღარ ვამბობ. ასე მგონია, ყოველთვის გაიგებენ..."

"აფხაზებთან ინტერნეტით მაქვს ურთიერთობა, მეპატიჟებიან, - ხომ იცი, როგორ გვიყვარხარ, ჩამოდიო. ერთ-ერთი ადრე მოსკოვში იყო და ახლა სოხუმშია. მამა 4 წლის წინ გარდამეცვალა. დაკრძალვის დღეს აფხაზეთიდან ნაცნობმა დამირეკა, მერე ტელეფონი სხვებს გადააწოდა, რამდენიმე კაცი მელაპარაკა. აფხაზებმა სამძიმარი მითხრეს, - მამაშენს ვიცნობდით, კარგი კაცი იყო, შენ შეიძლება არ გახსოვდეთო. ეს თავს მოხვეული ომი იყო, რომელმაც დიდი ტკივილი დაგვიტოვა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 26 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები