კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს - როგორია პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს - როგორია პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გუშინ, კობა დავითაშვილი ალადაშვილის კლინიკაში მოათავსეს. პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმდა და ამჟამად უკვე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. წლებია, რაც ცნობილი პოლიტიკოსი, ბეხტერევის დაავადებას ებრძვის, რომლის დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს, მაშინ, როცა სიმპტომებმა თავი იჩინა.

დავითაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ის იმ ძლიერი ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემდა სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბეხტერევის დაავადება ქრონიკულია და პროგრესირებს, ამჟამად პოლიტიკოსი კლინიკაში თირკმლის უკმარისობის დიაგნოზითაა გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"