24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო..." - რას წერს გარდაცვლილ მამაზე მაია ნიკოლეიშვილი?
26-11-2020
24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო..." - რას წერს გარდაცვლილ მამაზე მაია ნიკოლეიშვილი?
ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა.

"24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო: მორწმუნე მართლმადიდებელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გიორგი ნიკოლეიშვილი-უბრალოდ, მამაჩემი.
გაგანია კომუნისტების დროს, თვითონ პარტიის წევრი, მასწავლიდა, ძილის წინ ყოველთვის თქვიო: "დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სასთუმალს დამეფინება".

დღეს უკანასკნელ მიწიერ გზაზე გავაცილეთ. მის სულს გრძელი გზა აქვს გასავლელი. . .
შეგნებულად არ შევატყობინეთ ახლობლებს. ვინც მაინც
გაიგო, ვთხოვე, არ მოსულიყვნენ, ხალხის შეკრებით ადამიანის დასნებოვნების ცოდვას ვერ დავიდებდით კისერზე, ერთი პატარა სანთელი დაუნთეთ-მეთქი, სახლში. ამაზე დიდი მადლი მამასთვის რა იქნება!
...აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, მამას მეგობარი, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაინც მოვიდა დაკრძალვაზე, გარეთ, მოშორებით დავდგები, ძმაკაცი იყო ჩემიო! რამდენი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი
გამოსცეს ერთად ამ ბოლო წლებში! ახლა, იაპონიაში, კონფერენციაზე გაუგზავნიათ ერთობლივი, სტატია. ხუთშაბათს დაიბეჭდებაო, ბატონმა ელგუჯამ, მოგაწვდიო. როგორ უხაროდათ ყველა ახალი ნაშრომი! მამა ამ სტატიას ვეღარ წაიკითხავს. . .
ვერც ასავალ-დასავალს წაიკითხავს შემდეგ ორშაბათს, რომლის ყველა ნომერს ელოდა და ბოლომდე კითხულობდა ორშაბათსვე, დიალიზის დროს...
გაანათლე, უფალო, მამაჩემის სული . . ." - წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.






nina
27 ნოემბერი 2020 18:48
გისამძიმრებთ ქ-ნო მაია ამ დიდ მწუხარებას. ნათელში ყოფილიყოს ამ დიდებული ადამიანის სული
ნანული
27 ნოემბერი 2020 14:18
ღმერთო ნათელში ამყოფე ბატონი ჟორას ნათელი სული.თვალცრემლიანი გონებით მიგაცილებთ ზეციურ კარიბჭემდე ამქვეყნიური ცხოვრებით ყველასათვის მისაბაძო ადამიანო.
ლალიი
27 ნოემბერი 2020 13:22
ნათელში გიმყოფოთ ღმერთმა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თვის კითხვადი სტატიები