"შეზღუდვები აპრიორი არასწორია! სიღარიბეში ვრჩებით და უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება"
"შეზღუდვები აპრიორი არასწორია! სიღარიბეში ვრჩებით და უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება"
ჩვენ გვაქვს საგიჟეთი მოწყობილი და ამ შეზღუდვებით კიდევ უფრო დიდ საგიჟეთს ვაკეთებთ, - ასე აფასებს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ ბევრად უფრო გავღარიბდებით, ბევრად მეტი ადამიანი დარჩება შემოსავლის და სამსახურის გარეშე; საბოლოოდ კიდევ უფრო ღრმად წავალთ სიღარიბის ჭაობში, რომელშიც ისედაც ვართ.

„ამის შედეგი იქნება ბევრი დაკარგული სიცოცხლე იმის გამო, რომ ადამიანებმა ვერ მიიღეს ჯანდაცვის მომსახურება, ვერ იყიდეს წამლები იმის გამო,
რომ ფული არ ჰქონდათ, ოღონდ ეს ერთ-ორ თვეში კი არა, გრძელვადიანად, ბევრი სიცოცხლე დაიკარგება ამის გამო და დავრჩებით სიღარიბეში. არანაირი სხვა შედეგი ამას არ ექნება. სასწორის ერთ პინაზე დევს ადამიანების სიცოცხლე, რომელსაც ვკარგავთ კოვიდის გამო და მეორე პინაზეც ამ შეზღუდვების გამო, ადამიანების სიცოცხლეა, რომელიც არ
ჩანს, დღეს პოლიტიკურ პრობლემას არ ქმნის და მთავრობაც არაფერს ლაპარაკობს. ის, რომ ჩვენ ვართ ღარიბები, ამის გამო 10 წლით ნაკლებს ვცხოვრობთ ვიდრე ევროპაში ცხოვრობენ. აქეთაც ადამიანები იხოცებიან შიმშილისგან, იმის გამო, რომ არ აქვთ წამლის ფული, ვერ იღებენ ჯანდაცვის სერვისებს, ვერ ყიდულობენ სათანადო განათლებას შვილებისთვის, მერე ეს შვილებიც უმუშევრები არიან და ისინიც სიღარიბისგან ცოტა ხანს ცოცხლობენ. ამიტომ მთავრობას არ აქვს არანაირი მორალური უფლება, გადაწყვიტოს, რომელი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ერთადერთი, რაც პასუხისმგებლიან მთავრობას შეუძლია გააკეთოს არის ის, რომ აუხსნას ადამიანებს რა არის ეს ვირუსი, როგორ ვრცელდება, იყოს ჯანდაცვის სისტემა გამართული და არა ისეთი ჩამოშლილი, როგორიც გვაქვს. ის, რომ ჰოსპიტალიზება ხდება უამრავი ადამიანის ეს იდიოტობა და მავნებლობაა, რადგან ის ადამიანები, ვისაც მართლა სჭირდება ჯანდაცვის სისტემა, იხოცებიან, რადგან დახმარებას ვერ იღებენ. საავადმყოფოში კი წვანან ის ადამიანები, რომლებსაც არ სჭირდებათ საავადმყოფო და შეუძლიათ ვირუსი სახლში გადაიტანონ. ჩვენ გვაქვს საგიჟეთი მოწყობილი და ამ შეზღუდვებით კიდევ უფრო დიდ საგიჟეთს ვაკეთებთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძე მთავრობის მიერ გამოცხადებულ სოციალური დახმარების პაკეტების მიზნობრიობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ხელისუფლება ამას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენებს“.

„ფული ჰაერიდან ხომ არ მოდის? 10 მილიარდი ხომ გვაქვს ვალი, უნდა წავიდნენ და კიდევ მეტი უნდა აიღონ, რომელსაც ან გვასესხებენ ან არა და თუ გვასესხებენ, კიდევ უფრო მაღალ პროცენტში. ეს ვალი ჩვენი შვილებმა უნდა იხადონ. ამ წუთში მთავრობა პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერს, ვითომ ფული დაარიგეს, მაგრამ გრძელვადიანად ეს ქვეყნისთვის დამღუპველია. ვალის მოცულობა კრიტიკულ ზღვარზეა, 60%-ს მიუახლოვდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ყველა შეზღუდვა მოსახსნელია, რათა ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნების საშუალება ჰქონდეთ.

„შეზღუდვები აპრიორი არასწორია! სიღარიბეში ვრჩებით და უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება. ეს ვირუსი რომ ასეა გავრცელებული, ადამიანების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია. თუ გეშინია, დაჯექი სახლში, ოღონდ სხვა ადამიანებს ნუ ავალდებულებ, რომ სახლიდან არ გამოვიდეს. ვიღაცას შია, შვილები ჰყავს მშიერი, უნდა წავა და იმუშავებს. ყველას ესმის როგორი რისკია და სახლიდან თუ გამოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ, შიათ, შვილები ჰყავთ მშიერი და არავის, არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება უთხრას - „ფეხებზე მკიდია, დარჩი სახლში იმიტომ რომ მეშინია!“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (1)
,,,,,
27 ნოემბერი 2020 16:58
მერე რას აკეთებდით 9 წელიწადი პარლამეტში ? ეს ახალი პრობლემა არ არის , არც ეხლა გადაწყდება და არც ერთი ბრძანებით
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები