26-11-2020
ჩვენ გვაქვს საგიჟეთი მოწყობილი და ამ შეზღუდვებით კიდევ უფრო დიდ საგიჟეთს ვაკეთებთ, - ასე აფასებს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ ბევრად უფრო გავღარიბდებით, ბევრად მეტი ადამიანი დარჩება შემოსავლის და სამსახურის გარეშე; საბოლოოდ კიდევ უფრო ღრმად წავალთ სიღარიბის ჭაობში, რომელშიც ისედაც ვართ.
„ამის შედეგი იქნება ბევრი დაკარგული სიცოცხლე იმის გამო, რომ ადამიანებმა ვერ მიიღეს ჯანდაცვის მომსახურება, ვერ იყიდეს წამლები იმის გამო,
ამასთან, ჯაფარიძე მთავრობის მიერ გამოცხადებულ სოციალური დახმარების პაკეტების მიზნობრიობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ხელისუფლება ამას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენებს“.
„ფული ჰაერიდან ხომ არ მოდის? 10 მილიარდი ხომ გვაქვს ვალი, უნდა წავიდნენ და კიდევ მეტი უნდა აიღონ, რომელსაც ან გვასესხებენ ან არა და თუ გვასესხებენ, კიდევ უფრო მაღალ პროცენტში. ეს ვალი ჩვენი შვილებმა უნდა იხადონ. ამ წუთში მთავრობა პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერს, ვითომ ფული დაარიგეს, მაგრამ გრძელვადიანად ეს ქვეყნისთვის დამღუპველია. ვალის მოცულობა კრიტიკულ ზღვარზეა, 60%-ს მიუახლოვდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ყველა შეზღუდვა მოსახსნელია, რათა ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნების საშუალება ჰქონდეთ.
„შეზღუდვები აპრიორი არასწორია! სიღარიბეში ვრჩებით და უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება. ეს ვირუსი რომ ასეა გავრცელებული, ადამიანების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია. თუ გეშინია, დაჯექი სახლში, ოღონდ სხვა ადამიანებს ნუ ავალდებულებ, რომ სახლიდან არ გამოვიდეს. ვიღაცას შია, შვილები ჰყავს მშიერი, უნდა წავა და იმუშავებს. ყველას ესმის როგორი რისკია და სახლიდან თუ გამოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ, შიათ, შვილები ჰყავთ მშიერი და არავის, არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება უთხრას - „ფეხებზე მკიდია, დარჩი სახლში იმიტომ რომ მეშინია!“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
"ინტერპრესნიუსი"