"ვუთხარი, რომ ან ჩამოვიდოდა, ან ერთმანეთს დავშორდებოდით. ეს რომ გაიგო..."
27-11-2020
"ვუთხარი, რომ ან ჩამოვიდოდა, ან ერთმანეთს დავშორდებოდით. ეს რომ გაიგო..."
"ვფიქრობდი, პირველი შეხვედრისას როგორი რეაქცია მექნებოდა. რომ დავინახე, მესხვაფერა, შორ მანძილზე ადამიანის შეყვარება რთულია, ამიტომ"

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ლიკა ჯინჭარაძემ მეუღლეს დაბადების დღის მილოცვასთან ერთად კიდევ ერთი მოულოდნელი სიხარული, ორსულობა ამცნო. ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და დადებითი ემოციები მოჰყვა. ვიდეოს კი ლიკამ წარწერაც დაურთო, სადაც ეწერა, რომ ის და მისი მეუღლე დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ამ ბედნიერების მომსწრენი გახდნენ. ვიდეოს მიღმა მათი ცხოვრებისა და
სიყვარულის ისტორიის მოსასმენად ლიკას დავუკავშირდი:

- მე და ჩემი მეუღლე ირაკლი რომანაძე ქობულეთში ვცხოვრობთ, მე 20 წლის ვარ და ირაკლი ჩემზე 2 წლით დიდია. ორსულობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გავიგე და სამსახურს პანდემიისა და ჩემი მდგომარეობის გამო თავი დავანებე.

ჩვენი სიყვარულის ისტორია 3 წლის
წინ დაიწყო. მოგეხსენებათ, ქობულეთი პატარაა და ყველა ყველას იცნობს, მე და ირაკლისაც ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. ირაკლი მოსკოვში იყო, იქ აპირებდა დარჩენას, ცხოვრებას და უკვე საბუთების ამბავს აგვარდებდა, როდესაც საერთო მეგობრისგან სოციალურ ქსელში მნახა, ჩემი ფოტოები დაათვალიერა და მომწერა. მაშინ 17 წლის ვიყავი, პატარა გოგო. მასთან ურთიერთობის გაგრძელება ვიუარე, თუმცა ინტერნეტით მაინც მივწერე. ასე, შორიდან ერთმანეთი მოგვეწონა, მაგრამ სოციალურ ქსელში ადამიანის ბოლომდე გაცნობა შეუძლებელია და ირაკლის ჩამოსვლა აუცილებელი გახდა.

მიწერ-მოწერას არ ვწყვეტდით, ირაკლის უნდოდა საბუთების ამბავი მოეგვარებინა და მეც მოსკოვში წავეყვანე, მაგრამ ძალიან მიჭირდა ასე შორს, ადამიანთან კონტაქტი და ვუთხარი, რომ ან ჩამოვიდოდა, ან ერთმანეთს დავშორდებოდით. დიდი ხნით გაიწელა ასე, შორ მანძილზე ურთიერთობა, ერთმანეთი ნანახიც არ გვყავდა და ნელ-ნელა გული მიცრუვდებოდა. ეს რომ ვუთხარი, მალევე ჩამოვიდა, არ უნდოდა ჩემი დაკარგვა. ისე მალე ჩამოვიდა, ვიზის გაკეთება ვერ მოასწრო და დავრჩით აქ.

- როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა და როგორ გთხოვა ხელი?

- სულ ვფიქრობდი, პირველი შეხვედრისას როგორი რეაქცია მექნებოდა. მახსოვს, რომ დავინახე, მესხვაფერა, შორ მანძილზე ადამიანის შეყვარება რთულია, ამიტომ ჩვენი გრძნობები მისი ჩამოსვლის შემდეგ უფრო გაღრმავდა და ერთმანეთი მერე უფრო შეგვიყვარდა.

შეყვარებულები 10 თვეს ვიყავით, მე მაშინ სკოლას ვამთავრებდი და სასწავლებლად თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი. ამდენი ვერ მოითმინა, ისედაც ჩემ გამო ჩამოვიდა მოსკოვიდან და გადაწყვიტა, მოტყუებით წავეყვანე. შეიძლება ითქვას, მომიტაცა კიდეც, თუმცა უარზე არც მე ვყოფილვარ, ორივე თანახმა ვიყავით და ეს ნაბიჯი გადავდგით.

დედაჩემი ირაკლის იცნობდა და იცოდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, ჩემი გადაწყვეტილება არც გაკვირვებია, თუმცა მამაჩემისთვის თქმის ცოტათი მერიდებოდა. მანაც იცოდა ჩემი და ირაკლის ერთად ყოფნის შესახებ, მაგრამ უფრო მეტად გამიჭირდა მეთქვა, რომ ვთხოვდებოდი. ირაკლის ოჯახს კარგად არ ვიცნობდი და მოგვიანებით ერთმანეთი კიდევ უკეთ გავიცანით.

- როგორია შენი ოჯახური თანაცხოვრება?
- ისეთი ოჯახი მყავს, როგორიც მინდოდა და როგორზეც ვოცნებობდი. რძლის სტატუსი არასდროს მქონია, არასდროს დაუძალებიათ რამე. ვმუშაობდი და ყველაფერში ხელს მიწყობდნენ. რამდენიმე სამსახური მქონდა და ბოლოს ბანკში შემოვრჩი, სწორედ იმ დროს გავიგე ორსულობაზეც, თუმცა არც წარმომედგინა, რომ ორსულად დავრჩებოდი.

ჩვენი შეუღლებიდან 2 წელი და 10 თვე გავიდა. ამდენი ხნის განმავლობაში მეგონა, რაღაც პრობლემა მქონდა, ვაპირებდი მემკურნალა, თუმცა ექიმთან მისასვლელად ბოლომდე ფეხს ვითრევდი. ექიმების ჩარევა არ მსურდა, თითქოს გული მიგრძნობდა, რომ ორგანიზმს დრო სჭირდებოდა, სანამ ამ ეტაპს მიაღწევდა. გათხოვებიდან მალევე 18 წლის გავხდი, საკმაოდ პატარა ვიყავი და არ იყო ორგანიზმი მზად ამისთვის.

-
პირველად რა რექცია გქონდა, როდესაც ორსულობაზე შეიტყე?
- არ მჯეროდა, ორსულად რომ ვიყავი. აფთიაქში გამყიდველმა მითხრა, კარგი ხელი მაქვს, ვისაც გავატანე ტესტი, ყველა ორსულად აღმოჩნდა და შენც დადებითს გაჩვენებსო. ასეც მოხდა. ჩემთვის იმდენად მოულოდნელი სიხარული იყო, რომ რამდენიმე ტესტი გავიკეთე.

ეს ყველაფერი 5 ოქტომბერს გავიგე, 6-ში ჩემს მეუღლეს დაბადების დღე ჰქონდა. 6-ში კიდევ გადავამოწმე ორსულობის ამბავი და ტორტი შევუკვეთე, სადაც პატარა წარწერაც მივამატე. მთელ სანათესაოს დავურეკე და შევკრიბე. ცოტა დაეჭვდნენ, მკითხეს, ორსულად ხომ არ ხარო, თუმცა გადავარწმუნე და საღამოსკენ სტუმრად დავიბარე. ახლა რომ ვფიქრობ, მიკვირს, თვითონ როგორ არ შევიმჩნიე ყველაფერი - ტორტი შევაფუთინე ისე, რომ არავის ენახა და საღამოს მეუღლეს მივართვი.

ჩემ მეუღლეს ემოციების გამოხატვა საჯაროდ არ უყვარს, გულში ინახავს ყველაფერს. იმ მომენტში ვერ იჯერებდა ამ ამბავს, ვიდეოში ჩანს, რომ დგება და ოთახიდან გადის. ვიღაცები ვიდეოს კომენტარებში ხუმრობდნენ, სიძე სად გაიქცაო? აივანზე იყო გასული და რომ გავედი, მითხრა, არ მჯერა, გული მაქვს სიხარულისგან ცუდადო.

ახლა მე-3 თვეში ვარ და ერთ თვეში სქესსაც გავიგებთ. მგონია, რომ გოგოა, ინტუიციით და ჩემი სიზმრებით ვფიქრობ, გოგო მეყოლება. მესიზმრება, გოგონებს როგორ ვაცმევ და კიკინებს ვუკეთებ. დედაჩემმაც ასე მითხრა, ისეთი სიზმარი ვნახე, გოგო გეყოლებაო. ბიჭი იქნება თუ გოგო, ორივე ძალიან მეყვარება, მთავარია, ჯანმრთელი იყოს.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო

ნოდარი
27 ნოემბერი 2020 18:08
თქვენ გენაცვალეთ, გამრავლდით და გაიხარეთ აი, ნამდვილი ქალბატონი, მიბაძეთ გოგოებო.
ნოდარი
27 ნოემბერი 2020 18:04
თქვენ გენაცვალეთ, გამრავლდით და გაიხარეთაი, ნამდვილი ქალბატონი, მიბაძეთ გოგოებო.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თვის კითხვადი სტატიები