ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება - კვირის პალიტრა

ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება

ვინაიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, ავტომობილებისთვის ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარკირების აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისთვის, რომ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ ადამიანებს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით ემგზავრათ.

"მოგეხსენებათ, რომ ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"