"მძიმე პაციენტი იყო" - "იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"მძიმე პაციენტი იყო" - "იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

"იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს“"იმედის კლინიკის“ პრესსამსახურში განუცხადეს, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, ზაზა იმერლიშვილი, მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

"მძიმე პაციენტი იყო, დატვირთული ანამნეზი ჰქონდა. შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა დაავადება და ონკოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა“, -აცხადებენ კლინიკაში.